ყვითელი ჟილეტების მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დემონსტრაცია ქალაქ ვეზულში

ყვითელი ჟილეტების მოძრაობა (ფრანგ. Mouvement des gilets jaunes) — საპროტესტო მოძრაობა საფრანგეთში, რომელიც დაიწყო 2018 წლის 17 ნოემბრის დემონსტრაციებით და მალევე გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია (იტალ. gilet gialli), ბელგია და ნიდერლანდები (ნიდერლ. gele hesjes).

პროტესტის მიზეზი გახდა საწვავის ფასის მატება, საარსებო მინიმუმის ზრდა და არაპროპორციული საგადასახადო რეფორმა, რომელიც მომიტინგეთა აზრით დააწვება საშუალო კლასებს,[1][2][3] განსაკუთრებით სოფლის და პერიურბანულ დასახლებებში.[4][5] მოძრაობის მონაწილეები მოითხოვენ ამ ცვლილებების (რეფორმის) შეჩერებას და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას.

მოძრაობა კარგად იყო ხილვადი საფრანგეთის ქალაქებში, მაგრამ სოფლად უჩვეულო მობილიზებას ჰქონდა ადგილი. პროტესტის სიმბოლოდ შერჩეულ იქნა ყვითელი ჟილეტი, რადგან 2008 წლიდან ყველა მძღოლი ვალდებულია ავტომანქანაში ჰქონდეს მაღალი გარჩევადობის ჟილეტი ტრანსპორტის მართვისას. შედეგად, შუქამრეკლი ჟილეტები ფართოდ ხელმისაწვდომი, იაფი და სიმბოლური გახდა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aline Leclerc. „« Gilets jaunes » : anatomie d’une journée de colère“. Le Monde.fr (ფრანგული). ციტირების თარიღი: 19 November 2018.
  2. Willsher, Kim (16 November 2018). 'Gilets jaunes' protesters threaten to bring France to a standstill“. the Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 19 November 2018. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)
  3. Smith, Saphora (27 November 2018). „The Champs-Élysées in Paris became a blazing battleground. Here's why“. NBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2 December 2018.
  4. Alexis Spire (December 2018). „Aux sources de la colère contre l'impôt“. Le Monde Diplomatique (ფრანგული). ციტირების თარიღი: 1 December 2018.
  5. Aurélie Dianara (30 November 2018). „We're With the Rebels“. The Jacobin (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2 December 2018.
  6. Associated Press (20 November 2018). „The Yellow Vests: Who they are and why their tax protest is a big deal“. The Mercury News. ციტირების თარიღი: 21 November 2018.