თარგი:დღის სტატია:10-8
იერსახე
ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება — მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება. გაიმართა 451 წელს მარკიანეს (450-457) ზეობისას ქალაქ ქალკედონში, რომის პაპის ლეო I-ის მოწვევით. მასში 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა. კრებას უნდა განეხილა დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის საკითხი, სინადვილეში კი იგი რომის პაპისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის შენიღბული ბრძოლის ნაწილი იყო.
რომის პაპი, რომელიც თავს მსოფლიო ეკლესიის მეთაურად მიიჩნევდა, კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანის შემდეგ, დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერატორს და, განსაკუთრებით, ახლად აღმოცენებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. კონსტანტინოპოლი, როგორც „ახალი რომი“, რომის კონკურენტი გახდა.