თარგი:დღის მოვლენები:06-13
იერსახე

- 313 : კონსტანტინე დიდმა და ლიცინიუსმა მილანის ედიქტს მოაწერეს ხელი.
- 1525 : რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მიღებული მღვდელთათვის თავშეკავების დისციპლინის დეკრეტის საწინააღმდეგოდ მარტინ ლუთერმა კატარინა ფონ ბორაზე (სურათზე) იქორწინა.
- 1886 : ბავარიის მეფე ლუდვიგ II გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს სტარნბერგის ტბაში, მიუნხენთან.
- 1898 : კანადაში ჩამოყალიბდა იუკონის ტერიტორია, კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების გამო ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე მოსახლეობის საგრძნობლად გაზრდის გამო.
- 1944 : გერმანიამ პირველად გამოიყენა სამხედო მიზნებისთვის მფრინავი რაკეტა ფაუ-1 (დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ).
- 1955 : საბჭოთა კავშირში პირველი ალმასის საბადო მირის კარიერი აღმოაჩინეს.
- 2007 : შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ რაც არჩევნების მეორე რაუნდში მისმა ორივე ოპონენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.