თარგი:დღის მოვლენები:05-16
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1703 : პეტერბურგი დაარსდა — პეტრე I-მა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეს ჩაუყარა საძირკველი.
1811 : ნახევარკუნძულის ომი — მოკავშირეები (ესპანეთი, პორტუგალია და ბრიტანეთი) საფრანგეთს ამარცხებენ ალბუერის ბრძოლაში.
1812 : რუსეთსა და თურქეთს შორის ბუქარესტის ზავით ფოთი და ახალქალაქი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა.
1920 : ჟანა დ'არკი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
1929 : ამერიკის კინოაკადემიის პირველი ჯილდოები (სურათზე) გაიცა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
1966 : ჩინეთის კომპარტიამ გამოსცა „16 მაისის ცნობა“ — ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო.
1969 : საბჭოთა კოსმოსური აპარატი ვენერა-5 პლანეტა ვენერაზე დაეშვა.
1997 : ზაირის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო ქვეყნიდან გაიქცა.
2007 : ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა.