თარგი:დღის მოვლენები:04-13
იერსახე

- 1250 : მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა დამარცხდა ეგვიპტეში; საფრანგეთის მეფე ლუი IX შეიპყრეს.
- 1598 : საფრანგეთის მეფემ ანრი IV-მ (სურათზე) ხელი მოაწერა ნანტის ედიქტს, რომლითაც ფრანგ ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
- 1829 : დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო ემანსიპაციის აქტი, რომლითაც ინგლისელ კათოლიკეებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
- 1919 : მიუნხენში ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს.
- 1943 : ბერლინის რადიოს განცხადებით კატინის ტყეში აღმოაჩინეს ნკვდ-ს მიერ 1940 წელს მასიურად დახვრეტილი პოლონელი სამხედროების სამარხი.
- 1984 : ინდოეთის ჯარების მიერ ქაშმირის სიაჩენის რაიონში გატარებულ სადამსჯელო ოპერაციას პაკისტანთან სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა.
- 1997 : ტაიგერ ვუდსი გოლფის მასტერსის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.