თაგინაური
იერსახე
თაგინაური | |
---|---|
კოორდინატები: 41°47′01″ ჩ. გ. 42°12′38″ ა. გ. / 41.78361° ჩ. გ. 42.21056° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2668 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია |
თაგინაური — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) და გურიის მხარის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ბჟუჟის, ჭვანისწყლისა და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2668 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. გუმბათისებური მოყვანილობისაა. ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპური ტყეებითა და მდელოებით, ზემოთ ალპური მდელოებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 419.