ჭვანისწყალი
იერსახე
| ჭვანისწყალი | |
|---|---|
|
ჭვანისწყალი შესართავთან | |
| სხვა სახელი | ნაღვარევისწყალი |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| სათავე |
მესხეთის ქედი 41°47′41″ ჩ. გ. 42°18′47″ ა. გ. / 41.79472° ჩ. გ. 42.31306° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2415 მ |
| შესართავი |
აჭარისწყალი 41°38′35″ ჩ. გ. 42°07′51″ ა. გ. / 41.64306° ჩ. გ. 42.13083° ა. გ. |
| სიგრძე | 27 კმ |
| აუზის ფართობი | 189 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 5,24 მ³/წმ |
|
| |
ჭვანისწყალი (ნაღვარევისწყალი) — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 189 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2415 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,24 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.