ზუზანე კლატენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
2017-09-12 IAA 2017 Susanne Klatten bei BMW by Olaf Kosinsky-10.jpg

ზუზანე კლატენი (გერმ. Susanne Klatten; დ. 28 აპრილი 1962, ბად-ჰომბურგი, გერმანია, ქალიშვილობის გვარი: ქუანდტ) — გერმანელი მრეწველი, ქუანდტების დინასტიის მემკვიდრე, ბე-ემ-ვეს (12,5%) და ალტანას (100%) თანამფლობელი, მილიარდერი (13 მლრდ ევრო, 2012) და გერმანიის უმდიდრესი ქალი.

ზუზანე კლატენი არის ჰერბერტ და იოჰანა ქუანდტის ქალიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ 1982 წელს, მან მიიღო მემკვიდრეობით მისი ქონება, მათ შორის ბმვ-ს წილი. სკოლის დასრულების შემდეგ მან შეისწავლა სარეკლამო პროფესია ერთ-ერთ ცნობილ სარეკლამო კომპანიაში იანგი და რუბიქამი. შემდეგში იგი სწავლობდა ბიზნეს ეკონომიკას ბუკინგემის უნივერსიტეტში, ინგლისი. დოიჩე ბანკში პრაქტიკის გავლისა და ბიზნესის ადმინისტრაციის მასტერის ხარისხის მოპოვების შემდეგ (მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი, ლოზანა), გაიარა პრაქტიკა ბმვ-ს რეგენსბურგის ქარხანაში - ფსევდონიმით ზუზანე კანტი. იქ მან გაიცნო მომავალი მეუღლე იან კლატენი, მათ ყავთ სამი შვილი და ცხოვრობენ ქალაქ მიუნხენში.

2007 და 2008 წლებში, სუზანე ქუანდტი გახდა გამოძალვის მსხვერპლი. მთავარი ბრალდებული გასამართლებული იქნა მიუნხენის რაიონულ სასამართლოში თაღლითობის და გამოძალვის მცდელობისთვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბიზნეს კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს ზუზანე კლატენი 31 წლის ასაკში გახდა სააქციო საზოგადოება ალტანას ბორდის წევრი, შემდეგში ამ ბორდის თავმჯდომარის მოადგილე. 1997 წელს მიიღო ძმასთან ერთად მიიღო მამის ანდერძი - ბმვს წილი. იგი არის ამ ავტოკოპმანიის თანამფლობელი (12,5%) და ბორდის წევრი, ასევე მის მფლობელობაშია სს ალტანა (100%), ქარის ტურბინების მწარმოებელი სს ნორდექსი (24,99%) და 2009 წელს 7,92% შეძენილი სს სგლ კარბონი - ნახშირბადის პროდუქტის სპეციალისტები (დღესდღეობით 27,27%).

2005 წლიდან იგი არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საბჭოს წევრი.

იგი არის პარტიების ქდპ-ს (ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება) და თდპ-ს (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]