განხილვა:ზუზანე კლატენი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორი კითხვა მაქვს:

  1. სუზანე თუ ზუზანე? გერმანულად გამოითქმის ალბათ ზუზანე (თუ ეს გამონაკლისი არაა) და ქართულში გერმანული სიტყვების გადმოტანის წესების მიხედვითაც უნდა იყოს ზუზანე; მაგრამ აქ გამონაკლისის დიდი შანსია, რადგან ეს გერმანული სახელი არაა.
  2. რამდენად სწორია სიტყვა მილიარდე? ქართულ ენაში გვაქვს -ელი სუფიქსი. უფრო სწორი ხომ არ იქნება მილიარდელი? Deu. 12:12, 7 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მილიარდელზე გეთანხმები. სადაური წარმოშობისაა? ესპანური? --მიხეილ მიწერა 12:17, 7 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა, კლატენი კია გერმანელი, მაგრამ სახელი არაა გერმანული: სახელის უცხოური წარმომავლობა თუ ცვლის რამეს ნეტა? Deu. 12:18, 7 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
სრული სახელი (Susanne Hanna Ursula Quand) მაეჭვებს, რომ ესპანურია. წარმომავლობა მგონი არ უნდა ცვლიდეს, თუნდაც ჩემი სახელი აიღე, მაშინ მიქაელი უნდა მერქვას ან მიხაილი ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 12:22, 7 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაიკლ, მე კი დავიდი ან დაუდი :). ანუ, გადავიტანო ზუზანე-ზე? (ეს სახელი რაღაც ზედმეტად ცუდად მხვდება ყურში :)). Deu. 12:27, 7 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა დაგიმალო და მეც. --მიხეილ მიწერა 12:28, 7 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]


გერმანულადაც არის - სუზანე - და არა - ზუზანე -, ზოგიერთ გერმანულ დიალექტში - ზუზანე, მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎87.143.160.10 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ამ გვერდზე შეიძლება გამოთქმის მოსმენა. უფრო „ზუზანე“ ისმის. - Island (გ) 02:56, 1 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორ გეკადრებათ, ანონიმო, მე ყოველთვის ზემო გერმანული ენის (ჰოხდოიჩის) ნორმების გათვალისწინებით ვლაპარაკობ ვიკიპედიაში, ზემო გერმანულში კი სიტყვის თავში ხმოვნის წინ მდგომი S ყოველთვის იკითხება, როგორც ქართული ზ. უცხოურ სიტყვებსაც ასე რომ კითხულობენ, ამისი მაგალითებია: sozial (ზოციალ), System (ზისტემ), Sympathie (ზიმპათი) და ასე შემდეგ, ასევე Satschchere (ზაჩხერე) და Samtredia (ზამტრედია) ვიღიმი. გერმანულ ვიქსიკონში Susane განმარტებულია და გამოთქმაც აქვს: IPA-თიც /zuˈzanə/ და აუდიო ჩანაწერშიც ისმის ზუზანე. ასე რომ, გადავიტან ამ გვერდს. Deu. 06:12, 1 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბატონო "დეუ", თუ თქვენ ფონეტიკურ სახელების გადმოტანას ეთანხმებით, ეგ თქვენი აზრია, მაგალითად გერმანული ვოკალები (და არა მარტო) ფონეტიკურად სრულებით განსხვავდება ქართულისაგან. გამომდინარე იქიდან რომ გასათვალისწინებელია რა რომ სუზანე (და არა ზუზანე) სახელი არის საერთაშოროსო, და ასევე წარმოშობა სახელის არის ქალაქ სუზა(ან სუზი)-დან (სპარსეთი), ზუზანე არ იქნება სწორი. პატივისცემით რაც შეეხება თქვენ მოყვანილ მაგალითს, სწორი ფონეტიკური დამწერლობა იქნებოდა რა თქმა უნდა ßamtredia ა.შ. მაგრამ გერმანულ ენაში ß-ით არ იწყება არც ერთი სიტყვა. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.7.205.127 (განხილვაწვლილი) 15:58, 1 ნოემბერი 2012 (UTC).[უპასუხე]

თუ მაინცდამაინც ქართული ასოებით გსურთ დაწეროთ ჩემი სახელი, Deu იკითხება, როგორც "დოი".
ვერ გავიგე, რა შუაშია აქ საერთაშორისო სახელი? „საერთაშორისო სახელები“ (იდეალური ტერმინია!) არ იტარგმნება? პეტრე, პიტერ, პეტერ, პიოტრ... დავით, დავიდ, დაუთ, დაუდ... გიორგი, ღიორღი, გეორგ, ჟორჟ, ჯორჯ. ამ ე. წ. საერთაშორისო სახელებს ყველა ენა თავის ფონეტიკას არგებს. არც სუზანაა გამონაკლისი. თუკი ქართულად სუზანა გვაქვს ან სუზანე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ენოვანი იგივე სახელი ქართულად აუცილებლად სუზანე იქნება, არ ნიშნავს იმას, რომ უცხოური სიტყვის ტრანსკრიფცია უნდა მოერგოს საქართველოში უფრო მეტად გავრცელებულ ფორმას სახელისას.
თქვენი ლოგიკით, როდესაც ინგლისელს ჰქვია ჯორჯი, უნდა გავითვალისწინოთ ამ სახელის ისტორია და, რადგან ძველ ბერძნულად ეს სახელი იყო "გიორგი", ჩვენც ჯორჯს გიორგი ვუწოდოთ? რა თქმა უნდა არა, ანალოგიურს მიმტკიცებთ ზუზანესთან დაკავშირებითაც.
გარდა ამისა, აქ არაფერ შუაშია გერმანულ ვიკალთა განსხვავება ქართულისაგან.
ßamtredia რაღა შუაშია? ეს-ცეტი სიტყვის თავში რომ არ იწერება, ეს თავადაც აღნიშნეთ. სხვათა შორის, ეს-ცეტის ისტორია თუ გაინტერესებთ, მისი ისტორიული გამოთქმა ფრიად განსხვავებულია გერმანული ss-ის გამოთქმისაგან; ქართულ სანს გამოთქმით გერმანული s ან ss უფრო შეესაბამება, ვიდრე ეს-ცეტის ისტორიული გამოთქმა, რომელიც დღეს ss-ის იდენტურია. ჯობდა Ssamtredia დაგეწერათ, რადგან გაორმაგებული ასოს თავში დაწერის იშვიათი მაგალითი ეს-ცეტისაგან განსხვავებით გვაქვს გერმანულ ენაში :). თუმცა, ეს რა შუაშია? : )) Deu. 16:40, 1 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
მომყავს თქვენი ციტატა:
«გერმანულადაც არის - სუზანე - და არა - ზუზანე -, ზოგიერთ გერმანულ დიალექტში - ზუზანე, მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის»
ეს შეცდომაა. ზემოგერმანულ ენაზე მოსაუბრე იტყვის ზუზანეს და არა სუზანეს. რაც შეეხება დიალექტებს, ზოგიერთ დიალექტშია სუსანე (და არა სუზანე!), რაც ასევე არაფერს ცვლის ვაპაჭუნებ. Deu. 16:46, 1 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]