მედიუმი (ტელესერიალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მედიუმი
Medium Intertitle.jpg
ჟანრი დრამა, მისტიკა, დეტექტივი
ავტორი გლენ გორდონ კერონი
მონაწილეობენ პატრიცია არკეტი
მიგელ სანდოვალი
დევიდ ქიუბიტი
სოფია ვასილიევა
მარია ლარკი
ჯეიკ ვებერი
ქვეყანა აშშ
სეზონი 7
ეპიზოდი 130 (ეპიზოდების სია)
კომპანია
ხანგრძლივობა 45 წთ.
კომპანია Paramount Network Television (2005–06)
CBS Paramount Network Television (2006–09)
CBS Television Studios (2009–11)
Picturemaker Productions
Grammnet Productions
ეთერი
ორიგინალური არხი NBC (2005–2009)
CBS (2009–2011)
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV),
1080i (HDTV),
1080i (3DTV)
პირველად ეთერში იანვარი 3, 2005 (2005-01-03)
უკანასკნელად ეთერში იანვარი 21, 2011 (2011-01-21)

მედიუმი“ (ინგლ. Medium) — ამერიკული მისტიკური ტელესერიალი. სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე მთავარი გმირის ელისონ დიუბუას (Allison DuBois) ცხოვრებიდან. მას შეუძლია გარდაცვლილთა სულებთან ლაპარაკი და თავის სიზმრებში მომავალს ხედავს. ამ უცნაური ძალით ეხმარება სამართალდამცველებს.

ფილმის პრემიერა შედგა 2005 წლის 3 იანვარს NBC-ზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სერიალის რეჟისორია გლენ გორდონ კერონი. როლებში: პატრიცია არკეტი, ჯეიკ ვებერი, მიგელ სანდოვალი, სოფია ვასილიევა, მარია ლარკი.

სიუჟეტი[რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს არიზონის ქალაქ ფენიქსში. 30 წლის ელისონი დიუბუა სამი შვილის დედაა, იგი გადაწყვეტს ჩააბაროს იურიდიულ ფაკულტეტზე, სტაჟირებას კი საოლქო პროკურატურაში გადის. საოლქო პროკურორი მანუელ დევალოსი მას სურათების დამხარისხებლად დანიშნავს. ერთერთი დახარისხებისას მას ხილვა ეწყება და ხედავს დანაშაულის დეტალებს, რომლებსაც იგი პროკურორს უყვება, როგორც თავის თეორიას. პროკურორი მას აფრთხილებს, რომ აღარ აპირებს მსგავსი „თეორიების“ მოსმენას. მისმა ქმარმა, ჯომ, ტეხასის პოლიციას მისწერა რომ მის ცოლს შეუძლია გარდაცვლილებთან საუბარი და შეუძლია, გამოძიებაში დაეხმაროს. ელოსონი ტეხასში მიემგზავრება, სადაც მას ხვდება კაპიტანი პუში. მას თავიდან არ სჯერა ელისონის, თუმცა, ჩატარებული სპეცოპერაციის წარმატებულობის გამო, ბოლოს მადლობას უხდის დახმარებისთვის.

ფენიქსში ჩასული ელისონი პროკუროს სთხოვს თანამდებობიდან გაათავისუფლოს. პროკურორი ამცნობს, რომ დამნაშავე გამოტყდა და აღიარა, რომ დანაშაული ზუსტად ისე მოხდა, როგორც ელისონმა აღწერა. დიბუა პროკურორის კონსულტანტი ხდება, რაც მის ოჯახის წევრებს ძალიან ახარებს.

შემდგომ, ელისონი, საკუთარი ნიჭის გამოყენებით, ეხმარება პოლიციას სხვადასხვა დანაშაულის გამოძიებაში. როგორც წესი, იგი ხედავს წინასწარმეტყველურ ან სიმულტანურ სიზმრებს (მისი სიზმრები და დანაშაული ერთმანეთს დროში ემთხვევა), იგი ესაუბრება მიცვალებულების სულებს. ელისონი მუშაობს დეტექტივ ლი სკენლონთან ერთად, რომელსაც თავიდან არ სჯეროდა ელისონის ნიჭისა, თუმცა მას შემდეგ, რაც დიბუას დახმარებით მისი დის მკვლელი დააკავეს, აზრი კარდინალურად შეიცვალა. ელისონი კიდევ რამდენიმეჯერ დაეხმარა კაპიტან პუშს. დიბუა ხშირად არღვევს წესებს, როდესაც ცდილობს იმ დანაშაულის თავიდან აცილებას, რომლის შესახებაც ხილვა ჰქონდა, რაც ხშირად უქმნის პრობლემებს.

ელისონი, მისი ქმარი ჯო და შვილები: არიელი, ბრიჯიტი და მარი

მესამე სეზონის ბოლოს ელისონის საიდუმლოს ფარდა აეხდება და მის შესახებ გაზეთები ბინძურ სტატიებს აქვეყნებენ. იგი კარგავს სამსახურს. პროკურორ მანუელ დევალოსს კი ცვლის ვან დეიკი. ელისონის ქმარსაც სამსახურიდან უშვებენ. დიბუა ერთი პერიოდი მუშაობს დეტექტივ სინტია კინერთან, კერძო დეტექტიური სააგენტოდან AmeriTips. მოგვიანებით, დევალოსი იბრუნებს თანამდებობას და ელისონიც ძველ პოსტს უბრუნდება. მეოთხე სეზონში ელისონი იგებს, რომ სინტიას შვილი რამდენიმე წლის წინ დაიკარგა. მას აქვს ხილვები, რის შემდეგაც ირკვევა, რომ სინტიას შვილი მოკლულია. სინტია კლავს შვილის მკვლელს და ნებაყოფლობით ბარდება სამართალდამცავებს. კინერი კვლავ გამოჩნდება მეხუთე სეზონში, სადაც სამართალდამცავებს ეხმარება ერთ-ერთი სპეცოპერაციის ჩატარებაში. ამავე სეზონში მერის თანაშემწე ლინ დინოვი ორსულდება ლი სკენლონისგან.

სეზონის ბოლოს ელისონს ექიმებმა თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს. ამავდროულად მას აქვს ხილვები, რომ მის ოჯახს ბრუტალურად ხოცავენ. იგი რისკავს და არ იტარებს ოპერაციას მანამ, სანამ დამნაშავეს არ დაიჭერენ. ამის შემდეგ მას უკეთებან ოპერაციას და სიმსივნეს ამოკვეთენ. ოპერაციის დაგვიანება იწვევს გართულებას და იგი ვარდება კომაში.

მეექვსე სეზონის დასაწყისში ელისონი კომიდან გამოდის. თავდაპირველად მას არ უმჟღავნდება თავისი უნარები, თუმცა თანდათან იბრუნებს მათ და უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს. ამავე სეზონში ლი სკენლონი ცოლობას სთხოვს ლინ დინოვს და ისინი ქორწინდებიან.

მეშვიდე სეზონში პროკურორი დევალოსი გადაწყვეტს, კენჭი იყაროს მერის თანამდებობაზე. ელისონს ეშინია, რომ ამ შემთხვევაში ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს და აპირებს სწავლა განაგრძოს იურიდიულ ფაკულტეტზე. დიბუების უფროსი ქალიშვილი, არიელი, მიდის კოლეჯში. ჯოს დედას დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი, რის შემდეგაც იგი მალევე იღუპება. მისი სული ეცხადება ელისონს და აფრთხილებს მოახლოებული უბედურების შესახებ.

ბოლო სერიაში ელისონი ტელეფონით ესაუბრება ჯოს რომელიც თვითმფრინავით მოფრინავს. ამ დროს ხდება ავიაკატასტროფა და ჯო იღუპება. ამის შემდეგ ჩანს, რომ 7 წლის შემდეგ ელისონმა დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და მუშაობს პროკურატურაში. იგი იგებს რომ ჯო არ დაღუპულა და ის იმყოფება მექსიკაში. ელისონი დებს შეთანხმებას მექსიკელ ნარკოდილერთან რათა გაიგოს ჯოს ადგილსამყოფელი და მაშინვე მიდის მასთან შესახვედრად. ამ დროს ელისონი იღვიძებს და ხვდება, რომ ეს სიზმარი იყო. ელისონი ხედავს ჯოს სულს, რომელიც ეუბნება, რომ ეს სიზმარი მან გამოუგზავნა რათა ეჩვენებინამ რომ ელისონს მის გარეშეც შეუძლია ცხოვრება, თუმცა ელისონი იმდენად ვერ შეეგუა მის სიკვდილს, რომ ქვეცნობიერად გადააკეთა სიზმარი. კადრი იცვლება სცენით, რომელიც ვითარდება 41 წლის შემდეგ: მოხუცი ელისონი უსმენს შვილთაშვილის შეტყობინებას; კადრში ჩანს მისი შვილების მიღწევები, ჯილდოები, ამასობაში კი ელისონი მშვიდად გარდაიცვლება. სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა ელისონი კვლავ ხვდება ჯოს, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ელოდა მას. სერიალი მთავრდება კადრით, სადაც ისინი ერთმანეთს კოცნიან.

როლებში[რედაქტირება]

მსახიობი პერსინაჟი ურთიერთობა საქმიანობა სეზონი
პატრიცია არკეტი ელისონ დიუბუა კონსულტანტი პროკურატურაში 1 — 7
ჯეიკ ვებერი ჯო დიუბუა ელისონის ქმარი ინჟინერი
მიგელ სანდოვალი მანუელ დევალოსი ელისონის უფროსი მთავარი პროკურორი
სოფია ვასილიევა არიელ დიუბუა უფროსი შვილი სკოლის მოსწავლე
მარია ლარკი ბრიჯიტ დიუბუა შუათანა შვილი სკოლის მოსწავლე
Madison and Miranda Carabello მერი დიუბუა უმცროსი შვილი სკოლის მოსწავლე 1 — 7 (ეპიზოდური)
დევიდ ქიუბიტი ლი სკენლონი დეტექტივი 1 (ეპიზოდური),
2 — 7
თინა დიჯოზეფი ლინ დინოვი მერის თანაშემწე 1 — 7 (ეპიზოდური)
რაიან ჰარსთი მაიკლ ბენუა ელისონის ძმა 1 — 3 (ეპიზოდური)
ერლის ჰოვარდი კაპიტანი პუში 1 — 3 (ეპიზოდური)
ჰოლისთონ კოლემანი ჰანა არიელის მეგობარი 1 — 5 (ეპიზოდური)
ბრიუს გრეი მისტერ დიუბუა ჯოს მამა 1 — 7 (ეპიზოდური)
კეტი ბეიკერი მისის დიუბუა ჯოს დედა 1 — 7 (ეპიზოდური)
კერტვუდ სმიტი ედვარდ კუპერი FBI_ს აგენტი 3 — 5 (ეპიზოდური)
ჯონ პროსკი ტომ ვან დეიკი პროკურორი 3, 4 (ეპიზოდური)
ანჟელიკა ჰიუსტონი სინტია კინერი მუშაობს „AmeriTips“_ში 4 - 5 (ეპიზოდური)
ანრამი კენოერი ეშლი ვაიტაკერი არიელის მეგობარი 5 — 6 (ეპიზოდური)

სეზონები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მედიუმი (ეპიზოდების სია).
სეზონი ეპიზოდები გამოსვლის დრო DVD რელიზი
პრემიერა ფინალი არხი
1 16 იანვარი 3, 2005 (2005-01-03) მაისი 23, 2005 (2005-05-23) NBC ივნისი 13, 2006 (2006-06-13)[1]
2 22 სექტემბერი 19, 2005 (2005-09-19) მაისი 22, 2006 (2006-05-22) ოქტომბერი 3, 2006 (2006-10-03)[2]
3 22 ნოემბერი 15, 2006 (2006-11-15) მაისი 16, 2007 (2007-05-16) ოქტომბერი 16, 2007 (2007-10-16)[3]
4 16 იანვარი 7, 2008 (2008-01-07) მაისი 12, 2008 (2008-05-12) სექტემბერი 9, 2008 (2008-09-09)[4]
5 19 თებერვალი 2, 2009 (2009-02-02) ივნისი 1, 2009 (2009-06-01) ოქტომბერი 6, 2009 (2009-10-06)[5]
6 22 სექტემბერი 25, 2009 (2009-09-25) მაისი 21, 2010 (2010-05-21) CBS ოქტომბერი 5, 2010 (2010-10-05)[6]
7 13 სექტემბერი 24, 2010 (2010-09-24) იანვარი 21, 2011 (2011-01-21) ივნისი 21, 2011 (2011-06-21)

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება]

Year Group Award Result Recipient(s)
2005 BMI Film & TV Awards BMI TV Music Award მოგებული Mychael Danna, Jeff Beal
Emmy Award Outstanding Lead Actress in a Drama Series მოგებული პატრიცია არკეტი
Imagen Foundation Awards Best Actor – Television ნომინირებული მიგელ სანდოვალი
Satellite Award Outstanding Actress in a Series, Drama ნომინირებული პატრიცია არკეტი
Outstanding Actor in a Series, Drama ნომინირებული ჯეიკ ვებერი
2006 ASCAP Film and Television Music Awards ASCAP Award – Top TV Series მოგებული Sean Callery
Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films Saturn Award – Best Actress in a Television Program ნომინირებული პატრიცია არკეტი
Golden Globes Best Performance by an Actress in a Television Series – Drama ნომინირებული პატრიცია არკეტი
Motion Picture Sound Editors Golden Reel Award – Best Sound Editing in Television Short Form – Music მოგებული Robert Cotnoir (music editor) For "The Song Remains the Same"
Screen Actors Guild Outstanding Performance by a Female Actor in a Drama Series ნომინირებული პატრიცია არკეტი
Young Artist Awards Best Performance in a TV Series (Drama) – Supporting Young Actress მოგებული სოფია ვასილიევა
Best Performance in a TV Series (Comedy or Drama) – Young Actress Age Ten or Younger ნომინირებული მარია ლარკი
2007 ALMA Awards Outstanding Supporting Actor – Television Series, Mini-Series or Television Movie ნომინირებული მიგელ სანდოვალი
Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films Saturn Award – Best Actress in a Television Program ნომინირებული პატრიცია არკეტი
Emmy Award Outstanding Lead Actress in a Drama Series ნომინირებული პატრიცია არკეტი
Golden Globes Best Performance by an Actress in a Television Series – Drama ნომინირებული პატრიცია არკეტი
Screen Actors Guild Outstanding Performance by a Female Actor in a Drama Series ნომინირებული პატრიცია არკეტი
Young Artist Awards Best Performance in a TV Series (Comedy or Drama) – Young Actress Age Ten or Younger მოგებული მარია ლარკი
2008 BMI Film & TV Awards BMI TV Music Award მოგებული Mychael Danna
Golden Globes Best Performance by an Actress in a Television Series – Drama ნომინირებული პატრიცია არკეტი
Emmy Award Outstanding Guest Actress in a Drama Series ნომინირებული ამჟელიკა ჰიუსტონი
TV Land Awards Favorite Character From the Other Side ნომინირებული პატრიცია არკეტი
2010 Screen Actors Guild Outstanding Performance by a Female Actor in a Drama Series ნომინირებული პატრიცია არკეტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Medium - The Complete First Season (2005). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
  2. Medium - The Complete Second Season (2005). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
  3. Medium - The Third Season (2005). Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
  4. Medium - The Fourth Season. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
  5. Medium: The Complete Fifth Season. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: July 6, 2010.
  6. Medium: The Complete Sixth Season. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: August 1, 2010.