ზემო ნიჩბისის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზემო ნიჩბისის წმინდა მარინეს ეკლესია

წმინდა მარინეს ეკლესია (2022 წ.)

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ზემო ნიჩბისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ზემო ნიჩბისის წმინდა მარინეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისში.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნახევრად დამუშავებული საშუალო ზომის ქვებით, დუღაბად კირია გამოყენებული. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის მარჯვენა მხარეს ერთი თაღოვანი, ხოლო მარცხენა მხარეს ორი: თაღოვანი და სწორკუთხა ნიშაა გაჭრილი. ნიშებისა და სარკმლის თაღები აგურითაა ამოყვანილი. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია პილასტრებით, საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთით არის გაჭრილი.

2019 წლის აპრილ-ოქტომბრის თვეებში განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისის წმინდა მარინეს ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში: სახურავი და კედლები სრულად ჩამოშლილი ჰქონდა, ინტერიერში აყრილი იყო იატაკი, საშიშროება იყო მიწის ჩამოშლისა და ტაძრის მთლიანად ჩამონგრევის. ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: ფასადებზე და ინტერიერში აღდგა საპირე წყობა, ნიჩბისის შერჩეული კლდოვანი ქვით კირის დუღაბზე, მოეწყო კამარა და კონქი შერჩეული ნატეხი ქვით, სახურავი გადაიხურა კრამიტით. ინტერიერში ჩატარებული სამუშაოები: იატაკზე დაიგო ნიჩბისის ბუნებრივი შერჩეული ბრტყელი ქვები, ამბიონის ასასვლელი მოეწყო ქვის კიბით, დამზადდა და დამონტაჟდა კარები და სარკმლები, მაღალი ხარისხის ჯიშის ქვისგან ლითონის ელემენტებით, სარინელი და საფეხურები მოეწყო ნიჩბისის ქვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8342