შინაარსზე გადასვლა

ზემო აჩალუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო აჩალუკი
ინგშ. Йоккха Ачалкхе, Черкъий-Юрт
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ინგუშეთი
მუნიციპალიტეტი მალგობეკის რაიონი
თემი ზემო აჩალუკი
კოორდინატები 43°20′49″ ჩ. გ. 44°41′51″ ა. გ. / 43.34694° ჩ. გ. 44.69750° ა. გ. / 43.34694; 44.69750
ადრეული სახელები აცალიკი
ცენტრის სიმაღლე 473 მეტრი
ოფიციალური ენა ინგუშური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 8399 კაცი (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 386338
ზემო აჩალუკი — რუსეთი
ზემო აჩალუკი
ზემო აჩალუკი — ინგუშეთი
ზემო აჩალუკი

ზემო აჩალუკი (ინგშ. Йоккха Ачалкхе) — სოფელი ინგუშეთის მალგობეკის რაიონის შემადგენლობაში. ქმნის ამავე სახელწოდების სასოფლო დასახლებას, არის ამ დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი დასახლებული პუნქტი[1].

სოფელი მდებარეობს ნაზრანიდან ჩრდილო-დასავლეთით. უახლოესი სოფლებია: ჩრდილო-აღმოსავლეთით - შუა აჩალუკი, ჩრდილო-დასავლეთით - დოლაკოვო და კანტიშევო, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფლები - ბარსუკი და პლიევო, ასევე ქალაქები ნაზრანი და ყარაბულაქი[2].

სოფლის შუაგულში მოედინება პატარა მდინარე აჩალუკი.

სოფელი ზემო აჩალუკი არის მალგობეკის რაიონის ყველაზე დიდი დასახლება, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ისე ფართობით[3].

სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1820 წლის დოკუმენტებში, რომელიც ინგუშებით დასახლდა XIX საუკუნის 20-იან წლებში[4].

1932-1934 წლებში ინგუშეთის სოფლებში შიმშილობა მძვინვარებდა, რომელმაც განსაკუთრებით დააზარალა სოფელი აჩალუკი.

1944 წელს, ინგუში ხალხის დეპორტაციის შემდეგ, მთიანი ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში გადავიდა, ხოლო დაბლობი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის შემადგენლობაში და გახდა გალაშკინის რაიონის ნაწილი. სახელწოდება შეიცვალა აჩალუკის რაიონმა და ეწოდა ნარტოვის რაიონი, სოფელს კი ზემო აცილიკი ეწოდა[4]. 1957 წელს აღდგა ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ და დასახლებულ პუნქტს დაუბრუნდა ძველი სახელი.

  1. Закон Республики Ингушетия от 23 февраля 2009 года № 5-рз «Об установлении границ муниципальных образований Республики Ингушетия и наделении их статусом сельского поселения, муниципального района и городского округа»
  2. Карта Чечни и Ингушетии (rar) (не ранее 1995). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 2010-01-02. Объём 8 МБ.
  3. Оценка численности населения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-23. ციტირების თარიღი: 2018-09-02.
  4. 4.0 4.1 Куркиев А. О некоторых топонимических названиях плоскостной Ингушетии. Журнал «Литературная Ингушетия». Назрань, 2002, № 2 (20).