ზეგარდის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზეგარდის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარის სამხრეთით, 0,7 კილომეტრზე. აგებულია XX საუკუნეში. ნაშენია ნატეხი ქვით. შელესილია კირის ხსნარით. გეგმით სწორკუთხა, საფეხურიან მასიურ პოსტამენტზე (3×1,25 მეტრი) დადგმულია შეისრულთაღიანი საზარე (სიმაღლე 2 მეტრი). პოსტამენტის ჩრდილო მხარეს, ერთიმეორის თავზე, განლაგებულია ორი სწორკუთხა ნიში. სალოცავზე დასავლეთიდან მიშენებულია ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით კვადრატული (2,1×2,1 მეტრი) ბეღელი (სიმაღლე 1,6 მეტრი), რომელსაც თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]