ვსესლავ პოლოცკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვსესლავ ნათელმხილველი

2005 წელს გამოშვებული სამახსოვრო ვერცხლის 20 რუბლიანი მონეტის უკანა მხარე: პოლოცკელი ვსესლავი ("უსიასლაუ") და მის ფონზე გამოსახული მაქცია.
მმართ. წლები: სექტემბერი, 1068 წელი – აპრილი, 1069 წელი
მმართ. დასაწყისი: 1044 წელი
მმართ. დასასრული: 1101 წელი
წინამორბედი: იზიასლავ I
მემკვიდრე: იზიასლავ I
დაბ. ადგილი:

დაახ. 1029 წელი,

პოლოცკი
გარდ. ადგილი:

24 აპრილი, 1101 [~72 წლის]

პოლოცკი
დაკრძ. ადგილი: წმინდა სიბრძნის კათედრალი პოლოცკში
დინასტია: რიურიკოვიჩები (პოლოცკელი იზიასლავიჩი)
მამა: პოლოცკელი ბრიაჩისლავი
დედა: ?
წოდება: კიევის დიდი მთავარი

ვსესლავ პოლოცკელი, იგივე ვსესლავ ვრიაჩისლავიჩი (დაახ. 1029 წელი – 24 აპრილი, 1101 წელი), აგრეთვე, ცნობილი, როგორც ვსესლავ მისანი ან ვსესლავ ნათელმხილველი — პოლოცკის ყველაზე ცნობილი მმართველი, რომელიც მცირე ხნით, 1068–1069 წლების განმავლობაში იყო კიევის დიდი მთავარი. როსტიასლავ ვლადიმიროვიჩსა და ვოივოდე ვიშატასთან ერთად, ვსესლავ პოლოცკელმა შექმნა კოალიცია იაროსლავიჩების ტრიუმვირატის წინააღმდეგ. ვსესლავის 57 წლიანი მეფობის პერიოდით თარიღდება პოლოცკის წმინდა სიბრძნის კათედრალი (მშენებლობა დასრულდა 1066 წელს), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მონუმენტია თანამედროვე ბელარუსიის ტერიტორიაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვსესლავი იყო პოლოცკისა და ვიტებსკის მთავრის, ბრიაჩისლავ იზიასლავიჩის ვაჟი და, ამდენად, კიეველი ვლადიმირ I დიდისა და პოლოცკელი როგნედას შვილთაშვილის შვილი. იგი დაიბადა დაახლოებით 1029-1030 წლებში პოლოცკში (მისი ნათლობის სახელი იყო ვასილი) და დაქორწინდა მიახლოებით 1060 წელს.

ვსესლავმა პოლოცკის სამეფო ტახტი დაიკავა 1044 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ და, მიუხედავად იმისა, რომ 1093 წლიდან იგი რიურიკოვიჩების დინასტიის (პოლოცკელი იზიასლავიჩის განშტოება) ხანდაზმული წევრი იყო, ხოლო მამამისი არ იყო კიევის მთავარი, ვსესლავი დიდი სამთავრო მემკვიდრეობის სიიდან გამოირიცხა. ფაქტობრივად, რადგან იგი რუსებს შორის იყო ერთადერთი მთავარი, რომელიც არ იყო იაროსლავის შთამომავალი, როგორც საიმონ ფრანკლინი და ჯონათან შეფარდი ამტკიცებენ, ვსესლავი "შინაგანად აუთსაიდერს" წარმოადგენდა.[1]

იმის გამო, რომ იაროსლავის სამმა ვაჟმა ვერ შეძლო დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვსესლავმა დაიწყო კიევის რუსეთის ჩრდილოეთი ნაწილების ძარცვა-გლეჯა. 1065 წელს, მან ალყა შემოარტყა ფსკოვს, თუმცა მალევე უკუაგდეს. 1066–1067 წლების ზამთარში, ვსესლავმა გაძარცვა და გადაწვა დიდი ნოვგოროდი, წმინდა სიბრძნის კათედრალს მოხსნა ზარი, სხვა რელიგიური ობიექტები და წაიღო პოლოცკში იმავე სახელწოდების თავისი კათედრალის შესამკობად.[2] ვსესლავის შეტევა იაროსლავის სამივე ვაჟს სასტიკად აშინებდა და სკანდინავიიდან, ბალტიის რეგიონიდან და შორეული ჩრდილოეთიდან შუა დნეპრის რეგიონისკენ გადარეკვას უქადდა. შუა დნეპრი რუსი მთავრებისთვის იყო მამაკაცთა, ვაჭრობისა და შემოსავლების (მაგალითად, ბეწვეულის) მნიშვნელოვანი წყარო. ასევე, ჯერ კიდევ ნოვგოროდში გამეფებული ახალგაზრდა მსტისლავი, შეტევის გამო იძულებული გახდა, კიევში მამამის იზიასლავ I-თან დაბრუნებულიყო, რაც კიევის დიდი მთავრების გაწბილებას იწვევდა. იაროსლავიჩი შეუერთდა სამხედრო ძალებს და გასწია ჩრდილოეთით, კერძოდ, აიღო მინსკი (მაშინ იმყოფებოდა პოლოცკის კონტროლქვეშ) და დაამარცხა ვსესლავი მდინარე ნემიგასთან ბრძოლაში 1067 წლის 3 მარტს.[3] ვსესლავი გაიქცა, თუმცა, ივნისში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რა დროსაც იზიასლავმა ფიცი გატეხა, მოღალატეობრივად შეიპყრეს.[4] მოგვიანებით, ვსესლავი გადაიყვანეს კიევში.

კიევის დიდი მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1068 წლის კიევის აჯანყების დროს, კერძოდ, მას შემდეგ, რაც იზიასლავი დამარცხდა ყივჩაყებთან მდინარე ალტას მიდამოებში და, ასევე, უარი განაცხადა ვეჩეს შეიარაღებაზე, რომლის წევრებსაც შეეძლოთ წასულიყვნენ და მეორედ დაპირისპირებოდნენ მომთაბარეებს, ხალხის ბრბომ ვსესლავი ციხიდან გაათავისუფლა და კიევის დიდ მთავრად გამოაცხადა. ამის გამო, იზიასლავი გაიქცა პოლონეთში. იგი უკან დაბრუნდა შვიდი თვის შემდეგ და ხელახლა დაიკავა სამეფო ტახტი. ამჯერად, იზიასლავისგან განსხვავებით, ვსესლავს მოუწია პოლოცკში გაქცევა.[5] კიეველ იზიასლავთან რამდენიმეწლიანი რთული ბრძოლების შემდგომ, ვსესლავმა 1071 წელს, საბოლოო ჯამში, შეძლო და განამტკიცა პოლოცკის უსაფრთხოება. მეფობის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ვსესლავის მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ ვსევოლოდ იაროსლავიჩი და ვსევოლოდის ვაჟი ვლადიმირ მონომახი.

ვსესლავი გარდაიცვალა 1101 წლის 24 აპრილს, დიდი პარასკევის წინა ოთხშაბათს, პირველადი რუსული ქრონიკების თანახმად — მართლაც, ქრონიკები უცნაურად აკავშირებენ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან, ისე თითქოს ნათელმხილველი გარდაიცვალა ჯვარცმისა და აღდგომის შედეგად. ვსესლავი დაკრძალეს პოლოცკის წმინდა სიბრძნის კათედრალში.

ვსესლავს ჰყავდა 6 ვაჟიშვილი:

  1. რომანი (?-1114/1116), მთავარი ? (ალბათ, დრუცკის). რომანი დაიღუპა ან რიაზანში ან მურომში. მისი ქვრივი გახდა მონაზონი და ცხოვრობდა პოლოცკში, წმინდა სოფიას ტაძარში, სადაც იგი ეწეოდა თავის ქველმოქმედებას. მათ არ ჰყავდათ შვილები.
  2. გლებ ვსესლავიჩი, მინსკის მთავარი;
  3. როგვოლოდ-ბორისი, დრუცკის მთავარი; იყო მსჯელობა, ჰყავდა თუ არა ვსესლავს ექვსი ან უფრო სწორად, შვიდი ვაჟი. ზოგიერთი ისტორიკოსი (ლ. ალექსეევი და ვასილი ტატიშჩევი) თვლის, რომ ბორისი იყო როგვოლოდის ნათლობის სახელი და, შესაბამისად, ისინი ერთსა და იმავე პიროვნებას წარმოადგენდნენ.
  4. დავიდი, პოლოცკის მთავარი,
  5. სვიატოსლავი, ვიტებსკის მთავარი;
  6. როსტისლავი, შესაძლოა, ლუკომლის მთავარი. 1129 წელს იგი ბიზანტიაში გააგზავნა ვლადიმერ II მონომახმა, დანარჩენ ვსესლავიჩებთან ერთად. უცნობია, ვინ იყო მისი ცოლი ან მისი შთამომავლები.

ზოგჯერ ამბობენ, რომ წმ. ეფროსინია პოლოცკაია არის ვსესლავის ქალიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბადების თარიღი არის 1120 წელი, ანუ ორი ათეული წელი ვსესლავის გარდაცვალებიდან და, ამდენად, ის ვერ იქნებოდა მისი შვილი; თუმცა, სხვა წყაროები ამბობენ, რომ ეფროსინია იყო სვიატოსლავ ვსესლავიჩის ქალიშვილი და, ამდენად, ვსესლავის შვილთაშვილი. ეფროსინიამ დააარსა რამდენიმე მონასტერი პოლოცკში და მიმდებარე რეგიონებში, ხოლო თავად ბელარუსიის ერთ-ერთ მთავარ წმინდანად და მფარველად არის მიჩნეული.

ვსესლავი ლიტერატურასა და ლეგენდებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლგა სვიატოსლავიჩი, მეტსახელად ვოლხ ვსესლავიჩი, პოლოცკელ ვსესლავზე დაფუძნებული ბოგატირი; რუსი მხატვრის, ივან ბილიბინის ნახატი.

ვსესლავი ქრონიკებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვსესლავს დიდი რეპუტაცია ჰქონდა ნათელმხილველობის გამო. პირველადი რუსული ქრონიკების თანახმად, ვსესლავი გატაცებული იყო მაგიით და მას თავზე დაბადებიდანვე ჰქონდა ფიზიკური დეფექტი, რის გამოც ნათელმხილველებმა დედამისს უთხრეს, რომ მას ეს დეფექტი ექნებოდა სიცოცხლის ბოლომდე, რაც წარმატების ნიშანი იყო.[6] თანამედროვე ბელარუსულ ენაზე, იგი ცნობილია, როგორც უსიასლაუ ნათელმხილველი; რუსულ ენაზე კი - ვსესლავ ჩარადეი ან ვსესლავ ვეშჩი, ვსესლავ ნათელმხილველი.

ვსესლავი მოთხრობაში "ამბავი იგორის ლაშქრობისა"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვსესლავი, აგრეთვე, გვხვდება მე-12 საუკუნის ეპიკურ მოთხრობაში ამბავი იგორის ლაშქრობისა, სადაც ბილინის, ანუ ფოლკ-მოთხრობების მსგავსად, გამოსახულია, როგორც მაქცია. იგორის მოთხრობაში, მდინარე ნემიგასთან ვსესლავის მარცხი აჩვენებს, რომ მთავართაშორისი უთანხმოება შესუსტდა რუსების ტერიტორიაზე. აგრეთვე, ნათქვამია, რომ ვსესლავს ჰქონდა უნარი გაეგო კიევიდან პოლოცკში მიმავალ გზაზე (ნოვგოროდიდან მოპარული) ეკლესიის ზარების რეკვის ხმა.

"ტროიან ვსესლავის მეშვიდე ეპოქაში, მან წილი იყარა მისთვის ძვირფას ქალწულზე."

„ბოლოს, მან მზაკვრობით გაითავისუფლა თავი და გააჭენა ცხენი ქალაქ კიევისკენ; რათა თავისი იარაღით დაპატრონებოდა კიევის ოქროს ტახტს; ბელგოროდიდან ველური მხეცივით გავარდა შუაღამისას და ლურჯ ნისლში ჩაეფლო. დაჰყო სამ ნაწილად, ფართოდ გააღო ნოვგოროდის კარიბჭე, დაამსხვრია იაროსლავის [პირველის] დიდება; დუდუტკიდან ნემიგამდე მგელივით დაიძრა."

"მდინარე ნემიგაზე თასებს თავსახურები აქვთ მოხსნილი; კაცები ღობეებს შორის მშფოთვარედ დაეხეტებიან; ისინი სიცოცხლეს მიმოფანტავენ ბეღელში; ისინი იღებენ სულს სხეულიდან."

"სისხლიან მდინარე ნემიგას ნაპირებზე დათესეს ბანა, - დათესეს რუსეთის ვაჟების ძვლებით."

„მთავარი ვსესლავი იყო თავისი ქვეშევრდომების მოსამართლე, მან ქალაქები ჩააბარა მთავრებს: თვითონ კი ღამით მგელივით გარბოდა კიევიდან ტმუტარაკანის კერპამდე [ან (ტექსტის უცვლელად მიღებით) – უფალთან], გარბოდა მგელივით დიადი ხორების გზაზე."

”მისთვის პოლოცკში ადრე დარეკეს ზარები წმინდა სოფიას მატიანეზე; მან კიევში გაიგონა ხმა.”[7]

ვოლხ ვსესლავიჩი/ვოლგა სვიატოსლავიჩი და ვსესლავ პოლოცკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვსესლავი, აგრეთვე, შესაძლოა, იყოს ბოგატირ ვოლხ ვსესლავიჩის, ანუ ვოლგა სვიატოსლავიჩის ფუძე, რომელიც ნაპოვნია ბილინების წრეს შორის. ვოლხები იყვნენ წინარე ქრისტიანული სლავური რეგიონის მღვდლები და ფიქრობდნენ, რომ ისინი ფლობდნენ მაგიურ ძალებს. ეს ფაქტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ვსესლავის სავარაუდო მაგიურ და, ასევე, მის მგლურ გამომეტყველებასთან. რუთენიულ ქრისტიანობაში ვოლხვი, გველისა და პრინცესა მარფა ვსესლაევნას შვილი იყო და შეეძლო საკუთარი თავი მგლის ან სხვა ცხოველების სახეებად გადაექცია.[8] ეს, რა თქმა უნდა, ჟღერს, როგორც ზღაპარი. თუმცა, ქრისტიანობა, როგორც რელიგია, რომელსაც ხშირად უპირისპირდებოდა ძველი ტრადიციების მიმდევარი ხალხი, იყენებდა ამ მცდარ წარმოდგენებს იმისთვის, რათა განედევდა სლავური წარმათობის მიმდევრები. საქვეყნოდ ცნობილია, რომ მე-11 საუკუნის კიევში ნოვგოროდელი ვოლხვები ხშირად უპირისპირდებოდნენ უკვე ფართოდ დამკვიდრებულ ქრისტიანობას, რასაც შედეგად მოჰყვა ვსესლავის გამარჯვება, როდესაც მსტისლავ იზიასლავოვიჩი გაიქცა კიევში. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ვოლხვებმა დაიწყეს აჯანყება გლებ სვიატოსლავიჩის წინააღმდეგ. ვოლხვები გამოსახული არიან გვიანი მე-19 საუკუნის, ისევე როგორც ადრეული მე-20 საუკუნის რუსი არტისტის, ივან ბილიბინის ნახატზე. ივან ბილიბინზე რუსულმა ფოლკლორმა დიდი გავლენა მოახდინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Simon Franklin and Jonathan Shepard, The Emergence of Rus 750–1200 (London and New York: Longman, 1996), 251.
  2. Lavrentevskaia Letopis (PSRL I), 166; Ipatevskaia Letopis (PSRL 2), 155; A. N. Nasonov, Novgorodskaia Pervaia Letopis: Starshego i mladshego izvodov (Moscow and Leningrad: ANSSR, 1950), 17, 186; Novgorodskaia Tretaia Letopis (PSRL 3), 212; Novgorodskaia chetvertaia letopis (PSRL 4), 123
  3. Franklin and Shepard, The Emergence of Rus, 252.
  4. Lavrentevskaia Letopis (PSRL 1), 166–7; Franklin and Shepard, The Emergence of Rus, 252.
  5. Lavrentevskaia letopis (PSRL 1), 171–2.
  6. Lavrentevskaia Letopis (PSRL 1), 155.
  7. Leonard Magus. „Part II“, "Tale of the Armament of Igor". Sacred Texts.com. ციტირების თარიღი: 5 April, 2024. 
  8. Roman Jakobson and Marc Szeftel, "The Vseslav Epos," in Roman Jakobson and Ernest J. Simmons, eds., Russian Epic Studies. Memoirs of the American Folklore Society 42 (Philadelphia: American Folklore Society, 1949, p. 83; available online at Volkh Vseslav'evich Bylina: A Poem of Vseslav the Sorcerer დაარქივებული 2005-11-22 საიტზე Wayback Machine. . Jack V. Haney, The Complete Russian Folktale (Armonk, NY: M. E. Sharpe, 1999), 7; Dianne E. Farrell, "Shamanic Elements in Some Early Eighteenth Century Russian Woodcuts," Slavic Review 52, No. 4 (Winter 1993): 725–744; Felix J. Oinas, "The Problem of the Aristocratic Origin of Russian Byliny," Slavic Review Vol. 30, No. 3 (Sept. 1971): 513–522.
პოლოცკელი ვსესლავი
დაიბადა: 1039 გარდაიცვალა: 1101