იზიასლავ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იზიასლავ I იაროსლავის ძე
Изяслав Ярославич
უკრაინა, კიევის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 20 თებერვალი 1054, 1069, 1077
მმართ. დასასრული: 1068, 1073, 3 ოქტომბერი 1078
წინამორბედი: იაროსლავ ბრძენი, ვსესლავ I ბრიაჩისლავის ძე, ვსევოლოდი იაროსლავის ძე
მემკვიდრე: ვსესლავ I ბრიაჩისლავის ძე, სვიატოსლავ II იაროსლავის ძე, ვსევოლოდი იაროსლავის ძე
სხვა წოდებები: ტუროვის მთავარი (? - 1052), ნოვგოროდის მთავარი (1052-1054),
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1025
დაბ. ადგილი: ნოვგოროდი
გარდ. თარიღი: 3 ოქტომბერი 1078
გარდ. ადგილი: ნეჟატინა ნივა, ჩერნიგოვის ახლოს დასაფლავებულია -კიევის სოფიის ტაძარში
შვილები: იხ. ქვემოთ
დინასტია: რიურიკების დინასტია
მამა: იაროსლავ ბრძენი
დედა: ინგეგერდა
რელიგია: მართლმადიდებლობა
ხელმოწერა: Alex K Kyiv Michael.svg

იაზიასლავ I იაროსლავის ძე (ნათლობით დიმიტრი[1], დ. 1025, ნოვგოროდი — გ. 3 ოქტომბერი, 1078, ნეჟატინა ნივა, ჩერნიგოვის ახლოს) — კიევის დიდი მთავარი 1054–1068, 1069–1073 და 1077-დან, ნოვგოროდის მთავარი 1052–1054.

იაროსლავის ძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1025 წელს ნოვგოროდში, როდესაც იქ მთავარი იყო მამამისი იაროსლავ ბრძენი, მისი დედა იყო იაროსლავის ცოლი — ირინა (შვედეთის პრინცესა ინგეგერდა),ის იყო მათი მეორე ვაჟი ვლადიმის შემდეგ.

მამისაგან მიიღო ტურივის ტახტი. უფროსი ძმის ნოვგოროდის მთავრის ვლადიმირის სიკვდილის შემდეგ 1052 წელს გახდა ნოვგოროდის მიწის მთავარი და მაშინდელი დინასტიური კანონებით, გახდა კიევის ტახტის მემკვიდრე (თუმცა ვლადიმირმა დატოვა ვაჟი). 20 თებერვალს 1054 წ., მამის გარდაცვალების შემდეგ, გახდა კიევის დიდი მთავარი, ხოლო ნოვგოროდში მთავრად დასტოვა თავისი ვაჟი მსტისლავ იზიასლავის ძე ნოვგოროდელი.

იაროსლავის ძეების ტრიუმვირატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროის რუსეთი

იზიასლავის მმართველობის დიდი ნაწილი ხასიათდება სახელმწიფო მმართველობაში დიდი მთავრისა და მისი ძმების - ჩერნიგოვის მთავრის სვიატოსლავ II იაროსლავის ძის და პერეიასლავის მთავრის ვსევოლოდი I იაროსლავის ძის ტოლი მონაწილეობით. ძმებმა ერთად სცადეს რუსული სამართლის («Русская правда» გადახედვა (მიიღეს ეგრეთ წოდებული იაროსლავიჩების სამართალი (Правда Ярославичей)), ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ვაკანტური სამთავროთა ტახტების შეფარდებების შესახებ, ასევე დააარსეს ცალკე მიტროპოლიები თავიანთ სამთავროებში. ისტორიკოსები ამ სისტემას უწოდებენ იაროსლავის ძეების, იაროსლავიჩების ტრიუმვირატს. ისინი ერთად იღებდნენ მონაწილეობას ლაშქრობებში ტორკების წინააღმდეგ. 1055 წ. ტორკებმა დალაშქრეს პერეიასლავლი, და დამარცხდნენ, მაგრამ რუსები აქ პირველად შეეჯახნენ ხან ბოლუშის პოლოვცელებს, მათთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ საზღვრების შესახებ, დაადგინეს მიახლოებით 50 კმ-იანი ნეიტრალური ზოლი ძველრუსული სახელმწიფოსა და პოლოვეცკის მიწებს შორის. 1057 წელს რუსეთმა სამხედრო დახმარება გაუწია ბიზანტიას სომხეთში თურქი-სელჯუკების წიმააღმდეგ ბრძოლაში. 1058 წელს იზიასლავმა დაიმორჩილა ბალტიური ტომების გოლიადების მიწები მდინარე გროტვის ბასეინში. ასევე გაილაშქრა ტორკოვზე 1060 წელს და ვსესლავ ჯადოქრის, პოლოცკის მთავრის (ვსესლავ I ბრიაჩისლავის ძე) წინააღმდეგ 1067 წელს.

პირველი გაძევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1068 წელს იზიასლავმა ძმებთან ერთად დამარცხდა მდინარე ალტესთან ბრძოლაში (1068) და ჩამოგდებულ იქნა ტახტიდან კიევში დაწყებული სახალხო აჯანყების შედეგად. აჯანყებულთა მეთაურებმა გაათავისუფლეს საპყრობილედან, ადრე დატყვევებული პოლოცკის მთავარი ვსესლავ პოლოცკელი და აიყვანეს კიევის ტახტზე - ვსესლავ I ბრიაჩისლავის ძე. იზიასლავი გაიქცა პოლონეთში, თავის დიშვილთან მთავარ ბოლესლავ II-სთან და პოლონური ჯარის დახმარებით, 1069 წელს დაბრუნდა, თავის წინ კიევში ვაჟი მსტისლავი გააგზავნა, სადაც მან შური იძია აჯანყების მეთაურებზე, იაზიასლავის გაძევებაში დამნაშავეები ან დახოცა ან კიდევ დააბრმავა.

მეორე გაძევება. მოგზაურობა ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე 1073 წლისათვის იაროსლავის ძეთა «ტრიუმვირატი» დაიშალა; უმცროსი ძმები სვიატოსლავმა და ვსევოლოდმა იზიასლავის საწინააღმდეგოდ შეთქმულება მოაწყვეს, და ის იძულებული იქნა შერიგებოდა თავის ყოფილ ოპონენტს ვსევოლოდ I პოლოცკის. 1073 წ. სვიატოსლავ ჩერნიგოველმა დაიპყრო კიევი, და იზიასლავი ისევ გაიქცა პოლონეთში, საიდანაც ამ შემთხვევაში გაძევებულ იქნა პოლონეთის ხელისუფლების მიერ, რომელმაც თავის მხრივ კავშირი შეკრა სვიატოსლავთან და ვსევოლოდთან. ლტოლვილი იზიასლავი გაემგზავრა გერმანიაში წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ ჰაინრიხ IV-სთან, და სთხოვა დახმარება ძმებთან ბრძოლაში, გადასცა მას უამრავი სიმდიდრე; მაგრამ იმპერატორმა რომლის ძალები დაკავებული იყვნენ გერმანიის შიდა პრობლემებით, ასევე უარი განუცხადა. 1075 წელს იზიასლავმა თავისი ვაჟი ვოლინის მთავარი იაროპოლკი რომს გააგზავნა, სადაც ის რომის პაპს გრიგორ VII-ეს შეხვდა, რომელიც ჰაინრიხ (ჰენრიხ) IV -ის მომავალი ანტაგონისტი იყო. პაპი რუსი მთავრის მიმართ დაპირებებით შემოიფარგლა.

დაბრუნება და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზიასლავის დევნილობა დასრულდა[2] სვიატოსლავ იაროსლავის ძის უეცარმა გარდაცვალებამ 1076 წელს; მისი ერთპიროვნული მემკვიდრედ ყოფნისას ვსევოლოდი შეურიგდა უფროს ძმას და დაუბრუნა მას კიევის მმართველობა, თვითონ კი ჩერნიგოვში დაბრუნდა (1077).

მაგრამ უკვე მეორე წელს დაიწყო სხვა შიდა ომი. იზიასლავისა და ვსევოლოდის ბიძების წინააღმდეგ აჯანყდნენ მათი ძმისშვილები, სვიატოსლავის ვაჟი ტმუტარაკანის მთავარი ოლეგ სვიატოსლავის ძე, რომელიც ჩერნიგოვის ტახტის პრეტენდეტი იყო, და თავადი ბორის ვიაჩესლავის ძე. ნეჟატინის ნივის ბრძოლაში ჩერნიგოვთან 3 ოქტომბერს 1078 წელს იაროსლავის ძეებმა გაიმარჯვეს, ოლეგი გაიქცა, ბორისი კი მოკლულ იქნა, თუმცა ბრძოლის ბოლოსთვის იზიასლავიც დაიღუპა (მტრის მხედართაგანმა შუბი მხრებში გაარტყა). ნეჟატინის ნივის ბრძოლა და იზიასლავის დაღუპვა მოხსენიებულია ნაწარმოებში - სიტყვა იგორის მხედრობის შესახებ «Слово о полку Игореве».

იზიასლავ I იაროსლავის ძე დასაფლავებულია კიევის სოფიის ტაძარში.

ქორწინაება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ იზიასლავი დაქორწინებული იყო გერტრუდაზე, პოლონეთის მეფის მიეშკო II ლამბერტიის ქალიშვილზე.

შვილები

შესაძლებელია იყოს უცნობი სხვა მეუღლეც, რომელიც იყო ორი ან მეტი ცნობილი ვაჟის დედა:

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იგორ რიურიკის ძე, კიევის დიდი მთავარი
 
 
 
 
 
 
 
სვიატოსლავ იგორის ძე, კიევის დიდი მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოლგა, კიევის მთავრის ქალიშვილი
 
 
 
 
 
 
 
ვლადიმირ სვიატოსლავის ძე, კიევის დიდი მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მალუშა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იაროსლავ ვლადიმირს ძე ბრძენი, კიევის დიდი მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
როგვოლოდი, პოლოცკის მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
როგნედა როგვოლოდის ასული, კიევის მთავრის ქალიშვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იზიასლავ იაროსლავის ძე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ერიკ VI, შვედეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოლაფი, შვედეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მიეშკო I, პოლონეთის მთავარი
 
 
 
 
 
 
 
სიგრიდი, შვედეთის, დანიის, ნორვეგიისა და ინგლისის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დუბრავკა, პოლონეთის მთავრის ქალი
 
 
 
 
 
 
 
ინგეგერდა, შვედეთის პრინცესა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ესტრიდი შვედეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ა. გ. კუშნირი. სამამულო ისტორიის ფაქტებისა და მოვლენების მატიანე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დასავლეთ ევროპულ ქრონიკებში — «რუსეთის მეფე სახელად დიმიტრი» ლათ. rex Ruzorum Demetrio nomine
  2. ბორიალობდა უცხო მიწებზე, მამულ დაკარგული («блудил по чужим землям, имения лишён») — ნესტორის მატეანეში (Повесть временных лет)