შინაარსზე გადასვლა

ვასილი ტატიშჩევი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილი ტატიშჩევი
რუს. Василий Никитич Татищев
დაბ. თარიღი 19 (29) აპრილი, 1686[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ფსკოვი
გარდ. თარიღი 15 (26) ივლისი, 1750[4] [1] [2] [3] (64 წლის)
გარდ. ადგილი Boldino
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი და lexicologist
მამა Q121859440?
შვილ(ებ)ი Yevgraf Tatishchev და Q110995185?
ხელმოწერა

ვასილი ნიკიტას ძე ტატიშჩევი (რუს. Василий Никитич Татищев; დ. 29 აპრილი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1686, ფსკოვის ახლოს, — გ. 26 ივლისი [ ძვ. სტ. 15 ივლისი], 1750, სოფ. ბოლდინო, მოსკოვის გუბერნია) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ისტორიკოსი და გეოგრაფი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო და საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა ჩრდილოეთის ომში (1700-1721). ასრულებდა პეტრე I-ის სხვადასხვა სამხედრო-დიპლომატიურ დავალებას.

1720-1722 და 1734-1737 წლებში განაგებდა რუსეთის სახაზინო ქარხანებს, საფუძველი ჩაუყარა ეკატერინბურგს. 1741-1745 წლებში ასტრახანის გუბერნატორი იყო. 1730 წელს აქტიურად გამოვიდა უზენაესელთა წინააღმდეგ. პირველმა შემოიტანა სამეცნიერო სფეროში „რუსსკაია პრავდის“ და 1550 სამართლის წიგნის ტექსტები, საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიასა და წყაროთმცოდნეობას. შექმნა განმაზოგადებელი ნაშრომი „რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან“ (წგნ. 1-5, 1768-1848) და პირველი რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი. რუსულ ისტორიოგრაფიაში პირველი შეეცადა ეპოვა ადამიანთა საზოგადოების განვითარების კანონზომიერებანი, აეხსნა სახელმწიფო ხელისუფლების წარმოშობის მიზეზები.

უარყო პროვიდენციალიზმი და ისტორიული მოვლენების ახსნისას რაციონალიზმის პოზიციებზე დადგა. სახელმწიფო წყობილების ფორმებიდან რუსეთის მმართველობისათვის უპირატესობას ანიჭებდა თვითმპყრობელობას. ტატიშჩევმა პირველმა მოგვცა რუსეთის ისტორიის პერიოდიზაციის სქემა:

  1. ერთმმართველობის ბატონობა (862-1132)
  2. ერთმმართველობის დარღვევა (1132-1462)
  3. ერთმმართველობის აღდგენა (1462)
  • История Российская, т. 1—7, М.— Л., 1962—68;
  • Избр. труды по географии России, М., 1950;
  • Татищевские списки Русской правды, в кн.: Материалы по истории СССР, в. 5, М., 1957.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 665.
  • Попов Н., В. Н. Татищев и его время, М., 1861;
  • Очерки истории исторической науки в СССР, т. 1, М., 1955;
  • Дейч Г. М., В. Н. Татищев, Свердловск, 1962;
  • Пештич С. Л., Русская историография XVIII в., т. 1—2, Л., 1961—65;
  • Валк С. Н., В. Н. Татищев в своем болдинском уединении, в кн.: Проблемы истории феодальной России, Л., 1971;