ვოლფარტის ბუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლფარტის ბუზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ხორცის რუხი ბუზები
გვარი:  Wohlfahrtia
სახეობა:  ვოლფარტის ბუზი
ლათინური სახელი
Wohlfahrtia magnifica (Schiner, 1862)

ვოლფარტის ბუზი[1] (ლათ. Wohlfahrtia magnifica) — მწერი ხორცის რუხი ბუზების ოჯახისა. სხეულის სიგრძე 8–14 მმ-ია, შეფერილია ნაცრისფრად; კვერცხისებრი მუცლის შუაში გასდევს შავი ზოლი კუთხოვანი კონტურებით, გვერდებზე მომრგვალო ლაქებია. გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მონღოლეთში, რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთში, დასავლეთ ციმბირში, უპირატესად მესაქონლეობის რაიონებში. ზრდასრული ბუზი იკვებება ნექტრით. მატლები პარაზიტობენ ჩლიქოსნებზე, ზოგჯერ ადამიანზეც, რომელზეც ხვდებიან ღია ცის ქვეშ ძილის დროს. ბუზი 180-მდე მატლს ყრის ერთდროულად მასპინძლის ჭრილობებზე, დაბეჟილობებზე და ლორწოვან გარსებზე; ისინი ჭამენ მის რბილ ქსოვილებს, რითაც იწვევენ მძიმე დაავადებებს — მიაზებს. 3–5 დღის შემდეგ ტოვებენ მასპინძელს; ჭუპრდებიან ნიადაგში. ადამიანის (განსაკუთრებით ბავშვის) დასნებოვნებას შესაძლოა მოჰყვეს ლეტალური შედეგი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 121.
  2. Фарафонова Г. В. Вольфартова муха // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 693.