ხორცის რუხი ბუზები
იერსახე
ხორცის რუხი ბუზები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Sarcophaga bercaea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sarcophagidae (Macquart, 1834) | ||||||||||||
|
ხორცის რუხი ბუზები[1] (ლათ. Sarcophagidae) — ორფრთიანი მწერების ოჯახი. სხეულის სიგრძე 4–14 მმ-ია, ჩვეულებრივ რუხები არიან, ხშირად მუცელზე ჭადრაკული მოხატულობით. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. ცნობილია 2500-მდე სახეობა (უპირატესად ტროპიკებში). გვხვდებიან ყვავილებზე, ლეშზე, ნარჩენებზე და სხვ. როგორც წესი, ცოცხლად შობენ შთამომავლობას. მატლები ნეკროფაგები, კოპროფაგები, მტაცებლები და ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა პარაზიტები არიან. ხორცის რუხ ბუზებს შორისაა მრავალი სინანთროპული სახეობა, რომლებსაც ნაწლავური ინფექციები გადააქვთ. ვოლფარტის ბუზის მატლები ცხოველებსა და ადამიანში იწვევენ მიაზებს. Senotainia tricuspis-ის მატლები პარაზიტობენ მეთაფლია ფუტკარზე. ბუნებაში არსებით როლს ასრულებენ ცხოველთა ლეშების განადგურებაში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 106.
- ↑ Фарафонова Г. В. Серые мясные мухи // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 105.