ვლად ფილატი
ვლადიმერ ვასილის ძე ფილატი (დ. 6 მაისი, 1969) — მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 25 სექტემბრიდან 2013 წლის 25 აპრილამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სოფელ ლაპუშნაში, 1969 წლის 6 მაისს. 1986 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1987 წელს გაწვეული იქნა საბჭოთა ჯარში სამსახუროდ. 1989 წლის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით ვლადიმერ ფილატმა გაიარა მომზადება მოსკოვის რაიონის ქალაქ გოლიცინოს სუკის სკოლაში. წელს დაამთავრა კიშინიოვის კოოპერატიული კოლეჯი, ხოლო 1994 წელს კი Alexandru Ioan Cuza უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1994 წელს დააარსა ფირმა „რომოლტრეიდინგი“, რომლის საქმიანობასაც წარმოადგენდა ქაღალდით და სიგარეტებით ვაჭრობა.
1997-1998 წლებში იყო კომერციული საზოგადოება „დოსოფტეის“ ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე.
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს გახდა მოლდოვის დემოკრატიული პარტიის წევრი.
2000 წელს იგი აირჩიეს მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ.
2007 წელს იგი მონაწილეობდა კიშინიოვის მერის არჩევნებში, სადაც პირველ ტურში ხმების დააგროვა მხოლოდ 8,30% აგროვებს და ვერ გავიდა მეორე ტურში. ამის შემდეგ მან დატოვა პარტიის რიგები და ჩამოაყალიბა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ხოლო 2007 წლის 8 დეკემბრის ყრილობაზე გახდა მისი თავმჯდომარე.
2009 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პირველი ნომერი იყო. პარტიამ არჩევნებზე მიიღო ხმების 12,43 % და ფილატი ხდება პარლამენტის დეპუტატი. 2009 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ აირჩიეს პარლამენტის წევრად, ამჯერად მისი პარტია ხმების 16,57 %-ით გავიდა.
2009 წლის 8 აგვისტოს არჩევნების შემდეგ პარლამენტში გასულმა 4 პარტიის ლიდერმა ხელი მოაწერა ევროპული ინტეგრაციის დეკლარაციას და ვლადიმერ ფილატი გახდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 24 სექტემბერს იგი გახდა მოლდოვის პრემიერ მინისტრი. 2010 წლის 28-დან 30 დეკემბრამდე იგი მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2011 წლის 14 იანვრის ბრძანებით კვლავ პრემიერ მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
2013 წლის 5 მარტს მოლდოვის პარლამენტმა ვლადიმერ ფილატის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, მის გადაყენებას 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2013 წლის 8 მარტს მოლდოვის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ვლად ფილატის გადადგომის მოთხოვნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.filat.md ბლოგი
- www.filat2007.md ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-04-22 საიტზე Wayback Machine.