ვლადიმერ ვორონინი
ვლადიმერ ვორონინი Vladimir Voronin Владимир Воронин | ||
![]() | ||
მოლდოვის მე-3 პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
7 აპრილი, 2001 – 11 სექტემბერი, 2009 | ||
წინამორბედი | პეტრე ლუჩინსკი | |
მემკვიდრე | მიხაი გიმპუ | |
დაბადებული | 25 მაისი, 1941 კორჟოვა, მოლდავეთის სსრ, სსრკ | |
ეროვნება | რუსი | |
პოლიტიკური პარტია | მკპ | |
მეუღლე | ტაისია მიხაილოვნა | |
შვილები | ოლეგი და ვალენტინა |
ვლადიმერ ვორონინი (რუს. Влади́мир Воро́нин; დ. 25 მაისი 1941, კორჟოვა, მოლდავეთის სსრ) — მოლდოვის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მოლდოვის მესამე პრეზიდენტი. პარლამენტმა ორჯერ აირჩია ამ პოსტზე: 2001 და 2005 წელს. მოლდოვის კომუნისტების პარტიის ლიდერი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვლადიმერ ვორონინი დაიბადა 1941 წლის 25 მაისს, მოლდავეთის სსრ-ში, დუბოსარის რაიონის სოფელ კორჟოვაში. 1961 წელს დაამთავრა კიშინიოვის კოოპერატიული ტექნიკუმი. 1966-1971 წწ. მუშაობდა დუბოსარის პურის ქარხნის დირექტორად. 1971 წელს დაამთავრა საკავშირო ინსტიტუტის კვების მრეწველობის ფაკულტეტი. 1989-1990 წწ. ეკავა მოლდავეთის სსრ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.
მოლდავეთის პრეზიდენტია 2001-2009 წწ. თანამდებობა დატოვა მოლდავეთში 2009 წლის ზაფხულში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შედეგად. 11 სექტემბერს თანამდებობის დატოვებისას განაცხადა:
![]() |
„არ დაგიმალავთ, გულდამძიმებული გადავცემ ძალაუფლებას ახალ ხელმძღვანელებს. არ მინდა ტყუილის თქმა. არ მჯერა, ნეგატივიზმის საფუძველზე გაერთიანებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩირქს სცხებენ საკუთარ ქვეყანას და მაღალ თანამდებობებს ინაწილებენ, შესწევდეთ უნარი, საზოგადოებას დადებითი პროგრამა შესთავაზონ.[1] “
|
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Владимир Воронин в Лентапедии
- Официальный сайт президента Молдавии
- Bunicul lui Voronin, român anticomunist
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|