ვლადისლავ ჩახორსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადისლავ ჩახორსკი
დაიბადა 25 სექტემბერი, 1850(1850-09-25) ან 22 სექტემბერი, 1850(1850-09-22)[1] [2]
დაბადების ადგილი ლუბლინი
გარდაიცვალა 13 იანვარი, 1911(1911-01-13)[1] [3] [2] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი მიუნხენი[1]
„ქალბატონი ფანჯარასთან“, დაახლოებით 1875, ეროვნული მუზეუმი პოზნანში
„ქალბატონი იასამნისფერ კაბაში“, დაახლოებით 1903, ეროვნული მუზეუმი ვარშავაში

ვლადისლავ ჩახორსკი (პოლ. Władysław Czachórski; დ. 22 სექტემბერი, 1850, ლუბლინი — გ. 13 იანვარი, 1911, მიუნხენი)[4]პოლონელი, აკადემიზმის მიმდევარი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა 1866-1867 წლებში ვარშავაში რაფალ ჰაძევიჩის ხატვის კლასში, შემდეგ დრეზდენში (1868) და მიუნხენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში. 1874–1877 წლებში იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. 1879 წელს იგი მუდმივად დასახლდა მიუნხენში, სადაც მოიპოვა აღიარება და გახდა ადგილობრივი სახვითი ხელოვნების აკადემიის საპატიო პროფესორი.[5]

ჩახორსკი ხატავდა პორტრეტებს, ნატურმორტებს და შექსპირის თემის ნახატებს. მასზე გავლენა მოახდინა ჰოლანდიურმა მხატვრობამ (გ. ტერბორხი ). ქალის გამოსახულებებმა მდიდარი ინტერიერის ფონზე, ფოტოგრაფიული სიზუსტით წარმოდგენილმა, განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მას თანამედროვეთა შორის[6]. მან მიაღწია მნიშვნელოვან მხატვრულ და ფინანსურ წარმატებებს, მის ნახატებს უკვეთავდნენ მინიმუმ ორი წლით ადრე. მისმა თანამედროვეებმა ჩახორსკის პოლონური მხატვრობის სიამაყე უწოდეს.[7]

დაჯილდოებული იყო წმ. მიხეილის ორდენით.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ზოგიერთმა კრიტიკოსმა დაადანაშაულა იგი ხელოვნებისადმი კომერციულ მიდგომაში, კოსმოპოლიტიზმში და მისი ნიჭის გაფლანგვაში (მაგ. ელიგიუშ ნიევიადომსკიმ 1923 წელს.). ამჟამად ჩახორსკის ნახატები დიდი პოპულარობით სარგებლობს ანტიკვარული პროდუქციის ბაზარზე და მაღალი ფასი აქვს.[7] [8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Feliks Kopera, Władysław Czachórski, w: Polski Słownik Biograficzny, tom IV, 1938
  • Wacław Jaroszyński: Władysława Czachórskiego żywot i sprawy, Wydawnictwo: Uniwersytet Marii Curie – Skłodowskiej ISBN 83-227-2304-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]