კოსმოპოლიტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმანუელ კანტი - ius cosmopoliticum-ის (კოსმოპოლიტური კანონი) ავტორი.

კოსმოპოლიტიზმიმსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობის ინტერესებს ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს. კოსმოპოლიტიზმი სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კოსმოპოლიტიზმს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კოსმოპოლიტიზმის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. მას ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს, როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნული თვითმყოფადობისა და ერი-სახელმწიფოს კონცეფციებს.

საბჭოთა კავშირში კოსმოპოლიტიზმი განიხილებოდა როგორც პროლეტარულ ინტერნაციონალიზმთან დაპირისპირებული, რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც გავრცელდა იმპერიალიზმის ეპოქაში და გამოხატავს კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის ობიექტურ ტენდენციებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]