ვლადიმერ გვახარია
| ვლადიმერ გვახარია | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1923[1] |
| დაბ. ადგილი | თბილისი |
| გარდ. თარიღი | 27 აპრილი, 1999[1] (76 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] |
| მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ვლადიმერ გვახარია (დ. 16 მარტი, 1923 — გ. 27 აპრილი, 1999) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1993).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლადიმერ გვახარიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1952 წელს. 1952–56 წლებში ქალაქ ლენინგრადის სახელმწიფო ჰიდროლოგიურ ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი.[2]
მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და „საქენერგოში“. 1960 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ბოლო პერიოდში, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (იყო კლიმატოლოგიის განყოფილების გამგე). წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე.[2]
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს თემაზე: „მდ. მტკვირს ზემო აუზის წყლის რეჟიმი“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1993 წელს თემაზე: „მთიანი ქვეყნების წყალსატევებიდან აორთქლების გეოგრაფიული მოდელირება“. ავტორია 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან 4 მონოგრაფიაა. აქვს სამეცნიერო ჯილდოები.[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს კლიმატის თანამედროვე ცვლილება (რედაქტორი). თბ., მეცნიერება, 1991.