ვიქტორ ცენტერაძე
ვიქტორ (ბიქტორ) ლუკას ძე ცენტერაძე (დ. 1888, სოფ. ბერეჟოული, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი).
დაიბადა გლეხის ოჯახში. იყო მუშა-რკინიგზელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1912 წლიდან. პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921) იყო აქტიურ პარტიულ და პროფკავშირულ სამუშაოებზე. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს 3 თვით დააპატიმრეს. 1922 წლის აგვისტო-ოქტომბერში კვლავ პატიმრობაში იყო მეტეხის ციხეში. გათავისუფლებისთანავე საბჭოთა ხელისუფლებამ საზღვარგარეთ გაასახლა. 1924 წელს ცენტერაძე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს რწმუნებული, ვალიკო ჯუღელთან და სხვა ლიდერებთან ერთად მალულად დაბრუნდა საქართველოში საყოველთაო აჯანყების მომზადებაში მონაწილეობის მიზნით, მაგრამ საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა და შეიარაღებული გამოსვლების ჩახშობის შემდეგ დახვრიტა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „დახვრეტილია აჯანყების დროს...“ : 1924 წლის აჯანყების 70 წლისთავი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1994. - 27 აგვისტო. - N151(953).
- აბდუშელი შ., ვასო ნოდია და ბიქტორ ცენტერაძე // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 22-25.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ ცენტერაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)