მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილნიუსის მაზრა (ლიეტ. Vilniaus apskritis) — მაზრა ლიეტუვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტერიტორიითა და მოსახლეობით უდიდესი ლიეტუვის მაზრებს შორის. ესაზღვრება ალიტუსის, კაუნასის, პანევეჟისის და უტენის მაზრებს, აგრეთვე გროდნენსკის და ვიტებსკის ოლქებს ბელარუსში.
მაზრაში შემდეგი ტერიტორიებია:
- ქალაქ ვილნიუსის თვითმმართველობა (21 მამასახლისი).
- ვილნიუსის რაიონის თვითმმართველობა (23 მამასახლისი).
- ტრაკაის რაიონის თვითმმართველობა (8 მამასახლისი; ქალაქი ტრაკაი).
- უკმიარგეს რაიონის თვითმმართველობა (12 მამასახლისი; უკმიარგე, ადგილი ვიაპრაიში).
- შალჩინინკის რაიონის თვითმმართველობა (13 მამასახლისი; შალჩინინკი, ეიშიშკესი).
- შვენჩიონის რაიონის თვითმმართველობა (14 მამასახლისი; შვენჩიონისი, შვენჩიონელი, პაბრადე).
- შირვინტის რაიონის თვითმმართველობა (8 მამასახლისი; შირვინტოსი, ადგილები ბაგასლავიშკესი, ჩებიშკესი, გელვონაი, კარნავე, მუსნინკაი, 485 სოფელი).
- ელექტრენაის თვითმმართველობა (8 მამასახლისი; ელექტრენაი, ვევისი; ადგილები სეიმელში,276 სოფელი).