შიაულიაის მაზრა (ლიეტუვ. Šiaulių apskritis) — მაზრა ლიეტუვის ჩრდილოეთში, უკავია ჟემაიტიისა და აუქშტაიტიის ეთნოგრაფიული რეგიონების ნაწილი. ესაზღვრება ლატვიას, ასევე ტელშიაის, ტაუგარის, კაუნასის და პანევეჟის მაზრებს. შექმნილია 1994 წლის 19 ივლისს მიღებული ლიეტუვის რესპუბლიკის კანონით ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ.