უკმერგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უკმიარგე)
ქალაქი
უკმიარგე
Ukmergė

ქალაქი უკმიარგე
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა ვილნიუსი
კოორდინატები 55°16′00″ ჩ. გ. 24°45′00″ ა. გ. / 55.26667° ჩ. გ. 24.75000° ა. გ. / 55.26667; 24.75000
პირველი ხსენება [[1333]]
ადრეული სახელები ვილკმიარგე
ამჟამინდელი სტატუსი 1486
ფართობი 20.45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 64 მეტრი
მოსახლეობა 28 000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი LT-20001
ოფიციალური საიტი ukmerge.lt
უკმერგე — ლიეტუვა
უკმერგე

უკმერგე (თავდაპირველად „ვილკმიარგე“, ლიეტ. Ukmergė, ბელარ. Вялі́камір, პოლ. Wiłkomierz, რუს. Вилькомир) — ქალაქი ვილნიუსის მაზრაში, ლიეტუვა, უკმერგეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი; მდებარეობს დედაქალაქიდან 78 კმ ჩრდილო-დასავლეთით, მოსახლეობა 28,000 (2005).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკმერგე, როგორც დასახლება, პირველად 1333 წელს იქნა მოსხენიებული. თავდაპირველად ხისგან აგებულ სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც მდინარეების ვილკმიარგესა და შვენტოჟის შესართავთან, ბორცვზე იყო წამომართული. უკმიარგეზე რამდენიმე შეტევა განახორციელეს ჯერ ტევტონთა ორდენის რაინდებმა, შემდგომ ლივონიის ორდენის მებრძოლებმა 1333, 1365, 1378, 1386, და ბოლოს, 1391 წელსაც კი, ანუ 1387 წელს ლიეტუვის გაქრისტიანებიდან სულ რაღაც 4 წელიწადში. უკანასკნელი შეტევის შედეგად, უკმიარგე ფერფლად იქცა, ამიტომ მისი ხელახლა აგება მოუწიათ.

რეგიონმა ქრისტიანობა დანარჩენი ლიეტუვის თანადროულად შეითვისა (ეს პროცესი 1386 წელს დაიწყო). ერთი წლის თავზე კი პირველი კათოლიკური ეკლესია — წმინდა პეტერისა და პოლის (პეტრე-პავლეს) სახელობის საყდარი აიგო. დაბას ქალაქის უფლებები პაბაისკას ბრძოლის შემდეგ მიენიჭა 1435 წელს; წერილობითი წყაროებით კი, უკმიარგეს ქალაქობა 1486 წლიდან თარიღდება. ეს უფლებები ქალაქს მეფე სიგიზმუნდ I-მა დაუმტკიცა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის პერიოდში უკმიარგე ვილნიუსის სავოევოდოში პოვიატის ცენტრი იყო.

1655 წელს შვედეთისა და რუსეთის არმიებმა ქალაქი დაარბიეს. უწყვეტი ომების გამო, უკმიარგეს მოსახლეობის ზრდას მუდმივი პრობლემა ექმნებოდა. 1711–1712 წწ ბუბონის ჭირმა ქალაქს ხელი დარია და მის მოსახლეობას მუსრი გაავლო. 1792 წელს ქალაქის წარმომადგენლობამ დიდ სეიმში, იოზეფ დომინიკ კოსაკოვსკიმ და მეფე სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ უკმიარგეს მუნიციპალური უფლებებიც დაუბრუნეს და გერბიც მიუბოძეს, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქის სიმბოლოს.

1797 წელს სამაზრო ქალაქი გახდა ვილენის საადგილნაცვლოში, იმავე წელს — ლიტვის გუბერნიისა, 1842 წელს კი — კოვენისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]