ვიკიპედია:მოგვწერეთ/არქივი/2011/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კითხვა

სტატიაში, შესწორების შემდეგ, მიუთითეს „[საჭიროებს წყაროს მითითებას]“, რის შემდეგაც მას ბოლოში მივუთითე ლიტერატურა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ბმული (საჭიროებს წყაროს მითითებას) სტატიაში მაინც დარჩა. როგორ უნდა აღმოვფხვრა ეს პრობლემა? კერძოდ, მაინტერესებს სტატია ხერხეულიძეებზე — ხერხეულიძეები

წინასწარ გიხდით მადლობას.

შესაბამისი ლიტერატურა უნდა იყოს მითთებული თარგ {{ფაქტი}}s ნაცვლად შემდეგ კოდს შორის: <ref> </ref>. მაგ. <ref> ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გვ. 23, ტ. 3</ref>.--იორგი; 19:50, 7 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ ამიხსნათ წაიშალა სტატია– პათოგენეზი – თუ შენახულია და მისი გამოყენება შეიძლება? არ მაინტერესებს ჩემი წვლილის აღნიშვნა...

თეიმურაზი. თ. პეტრიაშვილი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა თეიმურაზი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე განხილვის გვერდზე.--გიორგი განხილვაწვლილი 09:07, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატია „ხერხეულიძეები“

თქვენი რჩევის შესაბამისად, სტატიაში ( ხერხეულიძეები ) მივუთითე შესაბამის ლიტერატურა, ანუ თარგ „საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!“-ს ნაცვლად „<ref> </ref>“-ს შორის მივუთითე შესაბამისი ლიტერატურა. გთხოვთ, შეამოწმოთ სტატია და გამოაჩინოთ ცვლილებები. მოწონების შემთხვევაში, ასევე გთხოვთ, სტატია ამოშალოთ კატეგორიიდან „სტატიები დაუსაბუთებელი მტკიცებებით“.

აგრეთვე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი: ზოგჯერ სტატიაში თარგი „საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!“, ფაქტობრივად, ორ ერთსა და იმავე მნიშვნელობის ადგილას იყო მითითებული, მაგალითად, „ხერხეულიძეები, ქართლის თავადები, ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის დროს მოიხსენებიან...[საჭიროებს წყაროს მითითებას]“ და „...და სხვანი კიდევ ზაქარიას შვილები და მკვიდრობენ ქრცხინვალის ნაწილებთა ადგილთა შინა...[საჭიროებს წყაროს მითითებას]“.ამიტომ ლიტერატურა მივუთითე მას მხოლოდ ბოლოში. მეორეც, ის, რომ ხერხეულიძეები ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნეებში მოიხსენებიან, დადასტურებულია მანდვე მოყვანილი წყაროთი, რომელსაც ბოლოში შესაბამისი ლიტერატურა მივუთითე. იგივე ითქმის „ნიკოლოზ X ხერხეულიძეზეც“ — აქაც ლიტერატურა მივუთითე მხოლოდ ერთ ადგილას. რაც შეეხება „აღათანგ ხერხეულიძეს“, ლიტერატურა მივუთითე აბზაცის ბოლოს, რამდენადაც მითითებული ლიტერატურა მოიცავს მთლიანად აბზაცს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთქმული.

წინასწარ გიხდით მადლობას.

თხოვნა

დავწერე სტატია „მდივანბეგთა სასამართლო“. გთხოვთ, შეამოწმოთ და გამოაჩინოთ იგი სტატიაში მითითებულ კატეგორიებში. წინასწარ გიხდით მადლობას.— Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 11:40, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

+მადლიერება და საუკეთსო მომავლის დალოცვა+

+ბევრ საინტერესოს ვგებულობთ ვიკიპედიიდან – ნამდვილი ინტელექტუალური სასწრაფო დახმარებაა. გაიხარეთ და ყოველთვის მიმსახურეთ, რითაც შემეძლება. პატივისცემით, რევაზ ლორთქიფანიძე See in Facebook, Revaz Lordkipanidze+

ყველა ვიკიპედიელის სახელით უღრმესი მადლობა დაფასებისათვის! სამწუხაროდ ბევრი ვერ ხედავს ჩვენს შრომას :). გმადლობთ და ვისურვებდით, რომ შემოგვიერთდეთ! :). — დავით პასუხი 04:11, 6 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიდი მუზარადი

გამარჯობა.

'დიდი მუზარადი' მცდარი ტერმინია. ინგლისური ტერმინია The Grand Slam. თავად სიტყვა Slam მუზარადს არ ნიშნავს. მისი მნიშვნელობაა 'გაჯახუნება', 'დარტყმა'. კარი გაიჯახუნა - he slammed the door. 'მუზარადი' წამოვიდა რუსული ტერმინიდან 'Большой Шлем'. თავად რუსული სიტყვა Шлем მუზარადს მიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მოდის ფრანგულიდან, ფრანგულად ამ ტურნირს უწოდებენ Le grand Chelem'. აქედან გამომდინარე უფრო მართებული იქნება თუ ქართულად ვიტყვით 'დიდი სლემი'.

პატივისცემით

რამაზ ხატიაშვილი

................................

dzalin gtxovt iqneb damexmarot,bodishi aset rgacaze gawuxebt magram sxva veraperi movipiqre.minda qartuli klaviaturis dayeneba maqvs windows7 da iqneb mitxrat rogor movaxerxo.kidev ertxel bodishis moxdit gtxovt amas.emeliana.

სალამი, პასუხი იქნება მზად 15 წუთში, შეიძება ცოტა ადრეც კი :)--იორგი; 11:38, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
იხ. დახმარება:ქართული_კლავიატურა#Windows_7--იორგი; 11:54, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მატათა მოციქული

ძალიან გთხოვთ, ამიხსენით, მატათა მოციქული რატომ არ არის გამოსახული არც ერთ ქართულ ხატზე სხვა მოციქულებთან ერთად – ის ხომ ქართველთა მოსაქცევად იღვწოდა და ეწამა. სულთმოფენობის ხატზე ხომ მაინც აუცილებლად უნდა იყოს? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.69.27 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვერ გეტყვით. ჩვენ ენციკლოპედია ვართ – ეს არაა საიტი, რომელზეც ზოგად კითხვებს სვამენ და პასუხს იღებენ. ამისათვის არსებობს სხვა არაერთი საიტი ქართულ ინტერნეტსივრცეში. ან სულაც შეგიძლიათ მოძღვართან იკითხოთ. გმადლობთ, — დავით პასუხი 11:56, 29 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

11:54, 29 ივნისი 2011 (UTC)

f^'(1)=\frac{1}{ln4}4^{x^2-4x+3}=? amis pasuxs tu damiwert didad damavalebt:):) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.242.61.36 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედია არაა ცნობათა ბიურო :). ჩვენთან შეგიძლიათ იხილოთ ენციკლოპედიური სტატიები, ისევე როგორც წიგნებში. მე გირჩევთ, მასწავლებელს კითხოთ :). — დავით პასუხი 11:54, 29 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
madloba daxmarebistvis:) (გადმოტანილია ჩემი განხილვის გვერდიდანდავით პასუხი 12:08, 29 ივნისი 2011 (UTC))[უპასუხე]

ვიკიპედიიდან ნაწარმოების წაშლის შესახებ.

მე გახლავართ მაცნე. გმოვაქვეყნე წიგნი - მეორედ მოსვლა და წამიშალეთ! ეს წიგნი არ არის წასაშლელი, მხოლოდ იმიტომ, რომ: ეს არ არის ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ ეს არის კაცობრიობის ჭეშმარიტი მატიანე, რაც ესოდენ აუცილებელია კაცობრიობისათვის. ამავდრულად აღწერილია ენა, რომელზედაც კაცთა მოდგმა მეტყველებდა. იხ. სრულად და დარწმუნდებით!

ვიკიპედიაში არ ქვეყნდება პოეზია, რომანები, ესეები და ა.შ. ვიკიპედია არ წარმოადგენს ბლოგს. ეს არის ენციკლოპედია. თქვენ ენციკლოპედია სახლში არ გიდევთ? რომელიმეში გამოქვეყნებულია მთლიანი სახით სამეცნიერო ნაშრომები, ლექსები, პოემები, რომანები, ესეები, მოხსენებები, რეფერატები და ა.შ? გაიხსენით ბლოგი და წერეთ იქ. აქ მსგავსი შინაარსის სტატიები არ ქვეყნდება. — BH განხილვაწვლილი 10:56, 6 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

??!!

თქვენ არ უნდა წაგეშქლათ წიგნი - მეორედ მოსვლა! რომ იძახით: ვიკიპედია არ არის პირადი ინფორმაციის საცავიო, რა საცავი მჭირდება? საერთოდ აცნობიერებთ თქვენს საქციელს? გეუბნებით, ეს არის კაცთამოდგმის ჭეშმარიტი მატიანე და კაცობრიობის ენა, რომელზედაც მეტყველებდა კაცთამოდგმა მეთქი და თქვენ ამას შლით, სულმთლად შეშლილხართ! ამის გამო როგორ დაისჯებით მაგასაც ნახავთ, თქვე საცოდავებო თქვენა!

მორჩა, ამის მოთმენა აღარ ვაპირებ. თქვენ უკვე მიგითითეს, რომ ასეთი ტექსტების ადგილი ვიკიპედია არ არის. თქვენს მიმართ გატარდება ადმინისტრაციული ღონისძიება, კერძოდ დაბლოკვა, მიზეზი:შეურაცყოფა.—G.G. 11:25, 6 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატია ოშკის ტაძრის შესახებ

ოშკის ტაძრის შესახებ სტატიაში პატარა უზუსტობაა გაპარული: ქვეთავში არქიტექტურა (გეგმა) წერია, რომ ოშკის ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს. სინამდვილეში ეს არის ტრიკონქის ტიპის ტაძარი, ანუ ტაძარი, რომლის გეგმაში ჯვრის სამი მკლავი აბსიდით ბოლოვდება. ტეტრაკონქი არის მაგალითად მცხეთის ჯვრის ტაძარი, რომლის გეგმაშიც ჯვრის ოთხივე მკლავი ბოლოვდება აბსიდით... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 93.186.223.208 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იქნებ წყაროც მიგვითითოთ და გავასწორებთ. გმადლობთ. — დავით პასუხი 13:51, 15 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა დავით, წყარო თავად ვიკიპედიაა: როცა ტექსტიდან "ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს" ამ ბოლო სიტყვის განმარტებაზე გადახვალთ, იქ განმარტებულია,რომ ტეტრაკონქი ეწოდება ოთხაფსიდიან ეკლესიას. ოშკში კი მხოლოდ სამი აფსიდა გვაქვს (აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეს) ისევე, როგორც მაგალითად ალავერდში... თავად სიტყვის ფუძე "ტეტრა" სწორედ ოთხს, ხოლო სიტყვაში ტრიკონქი თავსართი "ტრი" - სამს გულისხმობს... ამიტომ უნდა ეწეროს ტეტრაკონქის მაგივრად ტრიკონქი :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 93.186.223.208 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჩემს განხილვის გვერდზე გიპასუხეთ. ვიღიმიდავით პასუხი 14:23, 15 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატია: იაპონური ენის უნარ-ჩვევათა ტესტი

გთხოვთ ჩაასწოროთ სტატია სათაურით: იაპონური ენის უნარ-ჩვევათა ტესტი მე პირადად არ ვიცი ტექნიკურად ამის გაკეთება. (რაღაცეები ვცადე მაგრამ უფრო ავურიე ვიდრე გავაკეთე).

აღნიშნულ ტესტებში მე პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული და ჩაბარებული სათანადოდ. ვადასტურებ, რომ ამ ტესტებს არანაირი კავშირი არა აქვს ”უნარ-ჩვევებთან”. არ ვიცი რატომ მოუფიქრა ავტორმა ეს სახელი (ბოლო წლებში ჩვენ საზოგადოებაში შემოფრენილი ”უნარ-ჩვევების” პოპულარობას ვაბრალებ).

აღნიშნული ტესტი განსაზღვრავს ენის ცოდნას, სიტყვების მარაგს, გრამატიკას, სმენას და არა უნარებს და მიხვედრილობებს. ანალოგიურია, ვთქვათ ინგლისური ენის ტოეფელის ტესტთან.

თუ იძლევა საიტის ფორმატი იმის საშუალებას რომ ეს ხარვეზი გასწორდეს კარგი იქნება, თუ არადა კიდევ ერთი მცდარი ტერმინი დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში. ისევე როგორც მყარადაა დამკვიდრებული: სიკოკუ, კიუსიუ ... (სწორია შიკოკუ, კიუშიუ...), ძიუდო (სწორია: ჯიუდო), ნინძა (სწორია: ნინჯა) და ასე შემდეგ.

მადლობთ. (კარგად ვერ ვფლობ ვიკი თარგების გამოყენებას თორემ თავად გავასწორებდი)

გამარჯობათ!

მაინტერესებს ვიკიპედია.ორგ -ზე ანუ მთავარ გვერდზე რატომ აღარ არაის ქართულას წარწერა ენათა ჩამონათვალში, რომ პირდაპირ გადახვიდე ქართულ ვიკიპედიაზე. როგორც ადრე იყო.??????

კათოლიციზმი

მინდა გითხრათ რომ კათოლიციზმის შესახებ წერია მცდარი სწავლება თითქოს კათოლიციზმი მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით ქრისტეს მამა-ღმერთის თანასწორად მიიჩნევს. საქმე ისაა რომ მართლმადიდებლობაში ისევე როგორც კათოლიციზმში ქრისტე არის იპოსტასი ანუ მამა-ღმერთის თანასწორი

მოგვაწოდეთ შესაბამისი, ავტორიტეტული წყარო. — მიხეილ (მომწერე) 19:22, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით, მე ახალი მომხმარებელი ვარ და სტატიის რედაქტირებისას მომივიდა შეტყობინება, რომ არასწორად გავაკეთე ეს. არადა სადაც ეწერა, "დაგვეხმარე მის გაუმჯობესებაშიო" მანდ დავაჩირე და შესაბამისად ვიმოქმედე. იქნებ რაიმე კომპლექსური მაგალითი გამომიგზავნოთ სადაც ეწერება როგორ უნდა დავწეროთ ხალი სტატია, რისი მითითებაა აუცილებელი და როგორ. ასევე, რა განსხვავებაა სტატიებსა და გვერდებს შორის და სხვა ისეთი ინფორმაცია რაც აუცილებლად დამჩირდება აქტიურობისათვის. ვიცი, ძალიან ბევრი კითხვები მოგაყარეთ, მაგრამ აქ ძალიან გაბნეულია წესები და "ავიჭერი" ცოტა არ იყოს :) თუმცა წვალება წყალში არ ჩაგეყრებათ და ვფიქრობ, დაგეხმარებით ამ ძალიან მაგარ საქმეში. მადლობა წინასწარ...

პასუხი დავწერე აქNodar Kherkheulidze განხილვა 13:33, 15 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მარინა მეტრეველისგან

დიდი მადლობა წერილისთვის, საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემს შვილს ვთხოვე დახმარებოდა და ჩემი მიწოდებული ინფორაციის სა და პასვორდის საშუალებით ის ცდილობდა გვერდის რედაქტირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დიდ ბოდიშს გიხდით. უღრმესი მადლობელი დაგრჩებით თუ თვითონ დამეხმარებით გვერდის შექმნაში. მითხარით როგორ მოვიქცე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. პატივისცემით, Marina Metreveli, PhD, Professor Parliament of Georgia, Sector Economy and Economic Policy Committee, Leading Specialist (Expert on Tourism) Tel/fax: (+995 32) 335056 home Tel: (+995 32) 28 13 93 office Fax: (+995 32) 28 17 13 office Mob: (+995 99) 50 33 99 E-mail: marinametreveli@yahoo.co.uk

          marmetreveli@hotmail.com
          marina@marinametreveli.ge

web: www.marinametreveli.ge Skype: marina.metreveli1

გამარჯობა. თქვენ დაიბლოკეთ სამი დღით იმის გამო, რომ ყურადღება არ მიაქციეთ გაფრთხილებებს (არ ვიცი, პირადად თქვენ არედაქტირებდით, თუ სხვა). ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია, სადაც სტატიებს უნდა ჰქონდეს ენციკლოპედიური ხასიათი. გთხოვთ, ნახეთ, რა არის და რა არ არის ვიკიპედია. ასევე გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. გაეცანით, მაგალითად, ჩემს პირად გვერდს და ნახეთ, როგორ იწერება მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:24, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ალიოზ მიზანდარი

ძალიან გთხოვთ ალოიზ მიზანდარის სახელი დაწეროთ "ალოიზ" და არა "ალიოზ". რამდენჯერაც დავწერე, იმდენჯერ "შესწორებულ" იქნა არასწორად.. დაბადების დღეს, 1 (14) სექტემბერს, წერია ქართველი კომპოზიტორი. უნდა ეწეროს პირველი ქართველი კომპოზიტორი, რადგან ქრონოლოგიურად, ქართული პროფესიული მუსიკის პირველი დასტამბული ნაწარმოების ავტორი ა. მიზანდარია. (1863 წელი, სტ. პეტერბურგი, რომანსი "ჩვენ დავშორდით"). გმადლობთ. პატივისცემით ლევან მიზანდარი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.54.215.206 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მისივე განხილვის გვერდზე. — მიხეილ (მომწერე) 08:20, 12 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქართული შრიფტის დაყენების შესახებ

ქართული შრიფტის დაყენება გაცილებით ადვილია: Ctrl+Shift.

სახელის შეცვლა

როგორ შევცვალო სახელი? ან გავაუქმო ანგარიში??

სახელის შეცვლისთვის ჩვენს ბიუროკრატს მიმართეთ. — მიხეილ (მომწერე) 09:18, 19 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფოტოფაილის ატვირთვასთან დაკავშირებით

მოგესალმებით! დღეს დავრეგისტრირდი ქართულ ვიკიპედიაზე დედაჩემის ბიოგრაფიული მონაცემების შესასწორებლად-ბიოგრაფია"იზა ორჯონიკიძე". მინდოდა ასევე სურათის ატვირთვა,მაგრამ არ მატვირთინებს. მიწერს-დადასტურებულ მომხმარებელთა სიაში უნდა იყოო ამისთვის. არ ვიცი ეს რას ნიშნავს,მაგრამ ჩემი იმეილიდან უკვე დავადასტურე ჩემი ავტორიზება ამ საიტზე. კიდევ რა უნდა გავაკეთო,ფოტოს ატვირთვის უფლება რომ მივიღო? გმადლობთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Maiaoo (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე განხილვის გვერდზე. — მიხეილ (მომწერე) 20:56, 24 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლანჩხუთის გურია

გამარჯობათ! ერთი შენიშვნა მაქვს: როგორც ცნობილია მე20 საუკუნის საუკეთესო გურულ ფეხბურთელად აღიარებული იქნა თეიმურაზ ჩხაიძე,ლანჩხუთის გურიას ლეგენდარული კაპიტანი (13 წლის მანძილზე)! უცნაურია რომ გურიას გვერდზე არაფერი წერია ყველა დროის საუკეთესო გურულ ფეხბურთელზე.. მოიპოვება სურათი, როდესაც ბატონი თეიმურაზი და რინატ დასაევი ხსნიან ისტორიულ მატჩს: გურია-სპარტაკი (ლანჩხუთის გურიას დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში). იმედია რაიმე ჩასწორებებს ექნება ადგილი.. თუ ვინმეს აინტერესებს გურიას შესახებ ისტორია, სასურველი იქნება, რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

წინასწარ დიდი მადლობა! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 85.29.97.143 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

უსუსური ქართველები

ბოლო 16 წლის მანძილზე, საშუალება მაქვს თვალი ვადევნო ინგლისურ ენაზე გამოცემულ ამერიკულ და ინგლისურ ცნობებს როგორც პერიოდიკაში, ასევე ლიტერატურასა და ინტერნეტზე. შემიძლია მოგაწოდოთ ლინკები, წიგნების სათაურები, ავტორების მითითებით, სადაც შეგნებულად ხდება საქართველოსა და ქართული მიღწევების, ძველი რუკების, ისტორიული ფაქტების იგნორირება და გაყალბება. ვწერ წერილებს როგორც ავტორებს, ასევე გამომცემლობებს, მივუთითებ სწორ წყაროებზე. ახლა კი, რაც თქვენ გევალებათ, ქართველ ვიკიპედიელებს, იმაზე მოგახსენებთ. ხომ შეგიძლიათ შეასწოროთ სიყალბე ვიკიპედიის გვერდებზე? ერთ-ერთი გვერდი (http://en.wikipedia.org/wiki/Iviron_monastery) ქართულ, ივერონის მონასტერს ეხება. თუმცა არის მცირე მინიშნება საქართველოზე, უცხო მიმომხილველისთვის არ არის ნათელი, რომ ეს მონასტერი საქართველოსთან არის დაკავშირებული, ქართველთა აშენებულია, ქართული სახსრებით. დასაწყისში წერია, თითქოს სომეხ ბერებს მიუძღოდეთ წვლილი ამ მონასტრის ისტორიის შექმნაში . აქტიურად ვიშრომოთ, ძმებო და დებო, თორემ ხელიდან გვაცლიან, თუკი რამე შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს. თუმცა 16 ქართველი ბერი მოღვაწეობს დღეს ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში მათ არ აჩერებენ. ვაზის სამშობლოდ ხომ სომხეთია დასახელებული (ღვინის დამზადებაზე დაწერილ) ამ წიგნში: (იხ.ლინკი ქვემოთ)

http://www.amazon.com/Vines-Wines-Complete-Growing-Grapes/dp/1580171052/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1317484647&sr=8-4

მაგრამ ივერონის მონასტერშიც თუ სომხებს უმოღვაწიათ, არ ვიცოდი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 24.0.156.229 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვაზზე ნუ ვიდავებთ, ეგ ჯერ დადგენილი არაა, ბიბლია კი არარატს ასახელებს ღვინის სამშობლოდ :).
რაც შეეხება აშკარა სიყალბეს სხვაენოან ვიკიპედიებში, ჩვენ, ქართველ ვიკიპედიელებს შეგვიძლია შევასწოროთ, მაგრამ უბრალო შესწორება, სამწუხაროდ საქმეს არ შველის, რადგან ინგლისური ვიკიპედიის რედაქტორები ამგვარ შესწორებებს ხშირად ისევ შლიან და ძველს აბრუნებენ. საჭიროა ჩვენი სიმართლის დასაბუთება წყაროებით, წიგნებით (სასურველია უცხოური), სადაც (სიტყვაზე) ივერონის ქართულობაა დასაბუთებული. თუკი ჩვენს შესწორებას გავამყარებთ ამ წყაროებით, ინგლისურ ვიკიპედიაშიც დარჩება.
ჩვენ, ქართველი ვიკიპედიელები, ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც თქვენ - უბრალო მოხალისეები. თუკი თქვენ მიგიწვდებათ ხელი რაიმე უცხოურ ლიტერატურაზე, რომელიც ასაბუთებს მაგალითად ივერონის მონასტრის ქართულობას, ძალიან კარგი იქნება, თუ მიგვითითებთ, ან თავად შეასწორებთ ინგლისურ სტატიას ამ წყაროებზე დაყრდნობით. შესწორების შესაძლებლობა თქვენც გაქვთ, ჩვენ ერთმანეთისაგან მხოლოდ გამოცდილებით განვსხვავდებით.
ამ წუთში ქართველ ვიკიპედიელებს მეტ-ნაკლებად ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ვიკიპედიებზე მიგვიწვდება ხელი. სხვაგან ენის არცოდნის გამო ვერ ვაკონტროლებთ საქართველოს შესახებ სტატიების შინაარსს. Deu aw 04:53, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლადო ჭანტურია

გამარჯობათ, სურვილი გავქვს დავამატოთ ვიკიპედიაზე ბატონ ლადო ჭანტურიას შესახებ ინფორმაც9ია, რომელსაც მრავალი მცდელობის მიუხედავად არ იმახსოვრებს, გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ რატომ არ ხდება ინფორმაციის შენახვა. beka.kantaria@yahoo.com წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pdc (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. იმიტომ არ ხდება, რომ სტატიას წერთ მომხმარებლის პირად ან განხილვის გვერდზე, რაც არ შეიძება და იშლება ადმინისტრაციის მიერ. სტატიის შესაქმნელად „ძიებაში“ ჩაწერეთ „ლადო ჭანტურია“ და ისე შექმენით სტატია. წარმატებები. — მიხეილ (მომწერე) 16:32, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლადო ჭანტურია

გამარჯობათ, დიდი მადლობა ჩვენი თხოვნის შესრულებისათვის. მართალია ბატონ ლადო ჭანტურიაზე ინფორმაცია კარგად განთავსდა თქვენთან, მაგრამ მევ ვახერხებთ მისი ფოტოს ატვირთვას, ქნება აგვიხსნათ როგორ უ7ნდა აიტვირთოს ბატონი ლადოს სურათი. დიდი მადლობა წინასწარ — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pdc (განხილვაწვლილი) .

ვუპასუხე განხილვის გვერდზე.—G.G. 07:35, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, დღეს განვათავსეთ თქვნთან ლადო ჭანტურიას ფოტოები, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მათ დალაგება როგორც საჭიროა ის, იქნებ დაგვეხმაროთ, დიდი მადლობა

ლადო ჭანტურია: გთხოვთ გვერდის დასაწყისის კომენტარი, რომ არასანდო წყაროებია იქნებ მოშორდეს. თუკი რამეა ამ ინფორმაციაში არასანდო, მაშინ გთხოვთ ამოიღოთ, ან კონკრეტულად მიგვითითოთ თუ რომელი ინფორმაციაა არასანდო ჩვენ ამოვიღებთ. დიდი ბოდიშით

სად წავიკითხო...

სად წავიკითხო ინტერნეტში მაია ბურჭულაძის ფრენა ყავარჯნებით?

ვიკიპედია ცნობათა ბიურო არ არის, აქაც ისეთივე ადამიანები მუშაობენ, როგორიც თქვენ ხართ. :) — G.G. 12:23, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, თქვენი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ლადო ჭანტურიას გვერდზე გერმანიის უმაღლეს ჯილდოზე მითითებულიყო წყარო, ჩვენი აზრით შესრულებუილია. გთხოვთ ამოიღოთ თქვენი კომენტარი ტატიის თავიდან. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

გამარჯობათ, უკვე მერამდენეჯერ შეგაწუხეთ და ძალიან გვერიდება, მაგრამ სხვა გზა არ გვქვს, ისე შეკითხვა გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროთ: ლადო ჭანტურიას გვერდზე გუსჰი რაგაცეები შევცვალეთ, დავაპატარავეთ ფოტოსურათი, ლიტერატურა, ერთერთ ფოტოს მოვაშორეთ წარწერა, ლიტერატურა მიუთითეთ გერმანიის უმაღლეს ჯილდოს და რატომღაც არ ჩანს, გთხოვთ გამოაჩინოთ ჩვენი ბოლო ცვლილებები. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pdc (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იმისათვის, რომ დაინახოთ სტატიის ამჟამინდელი მდგომარეობა, უნდა დააჭიროთ სტატიის ზემოთ არსებულ ყუას: შეუმოწმებელი. ამ ვერსიას თქვენ ვერ ხედავთ, რადგან ის ჯერ შემოწმების პროცესშია. როგორც კი სხვა უფლებამოსილი ვიკიპედიელეი გადაამოწმებენ სტატიას, ეს ვერსიაც საჯაროდ გამოქვეყნდება. მანამდე კი, მინდა გითხრათ, რომ ვიკიპედიაში დაწერილი თითოეული წინადადება უნდა იყოს გადამოწმებადი წყაროებით, რომლებიც სტატიაში იქნება მითითებული. დღეისათვის სტატიაში სქოლიოს სახით მითითებულია მხოლოდ წყარო იმის თაობაზე, რომ გერმანიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია ბატონი ლადო და კიდევ ლიტერატურაში მითითებულია მისი სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის (რაც ვიკიპედიაში არსებული სტატიის წყარო ნამდვილად არაა). სასურველია სქოლიოს სახით მინიმუმ ყველა აბზაცს მიუთითოთ თავისი წყარო, მაქსიმუმ კი თითოეულ წინადადებას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ვიკიპედიაში ასე არ იწერება პიროვნების მიერ სამეცნიერო შრომების სრული სია. გმადლობთ. Deu aw 07:35, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სოლომონ მეორე –--46.49.33.226 19:32, 21 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საქ.ისტორია,მე–18 საუკუნე – შეცდომითაა სურათი მოცემული. სურათია სოლომონ პირველის და წარწერა აქვს – სოლომონ მეორე.--46.49.33.226 19:32, 21 ოქტომბერი 2011 (UTC) სოლომონ მეორის – ინფოდაფაზედაც შეცდომა ყოფილა,სოლომონ პირველის სურათი დევს.--46.49.33.226 19:56, 21 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბატონო მიხეილ ! პათოგენეზზე სტატია დავდე,მაგრამ ეტყობა ჯერ შემოწმების ფაზაშია.

თქვენი შემოთავაზების თანახმად, შემიძლია ორშაბათიდან, შეხვედრა და სახ.სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიების ჩატარება,სტუდენტებთან და თანამშრომლებთან საუბარი. რომელ დღესაც თქვენ გეცლებათ და შევთანხმდებით--46.49.33.226 19:32, 21 ოქტომბერი 2011 (UTC). კარგი იქნება თუ წინასწარ დავუკავშირდებით ერთმანეთს. 238–05–06. 577–41–05–79. თეიმურაზ პეტრიაშვილი--46.49.33.226 19:56, 21 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ. აღნიშნულ სტატიას ვიკიფიცირება სჭირდება, რასაც მე მივხედავ, შემდეგ კი დავამოწმებ. რაც შეეხება შეხვედრას, ხვალ დაგიკავშირდებით მობილურზე და დრო შევათანხმოთ, მანამდე კი ვიკიპედიელები შვეთანხმდებით იმაზე, თუ ვინ წამოვალთ. --მიხეილ (მომწერე) 19:57, 21 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ! ველოდები თქვენს ზარს. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.33.226 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იაკი

მოგესალმებით. ძალიან მოგვეწონა საიტი , გვაინტერესებს უპხო დეტალურად ინფორმაცია იაკის შესახებბ ,რა უპირატესი აქვს საქონელთან შედარებით, გვაინტერესებს ტუ ივარგებს იაკი იმერეთსჰი სადაც შედარებით ცოტა საზოვრებია ანუ გტხოვტ დაგვიტოვოტ ინფორმაცია უფრო დეტალუირად იაკის სესახებ ველი თქვენს პასუხსსს წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nestaniko777 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. გმადლობთ რომ მოგწონთ ვიკიპედია, მაგრამ თქვენ ეტყობა ვერ გაიგეთ მისი სპეციფიკა — ეს არაა ცნობათა ბიურო, ეს ენციკლოპედიაა. ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც თქვენ. ჩვენ შორის ზოოლოგი არავინაა, შესაბამისად კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მიმართეთ ამ საქმეში პროფესიონალებს. --მიხეილ (მომწერე) 19:34, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კვლავ ლადო ჭანტურია

გამარჯობათ, 20 ოქტომბერს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ბატონ ლადო ჭანტურიას გვერდზე, რაც არ ჩანს დღემდე, ფოტოც დავაპატარავეთ, გთხოვთ კიდევ ერთხელ, თქვენ როგორც მიგაჩნიათ სწორად ისე გამოაჩინოთ, ან საერთოდ ამოვიღოთ გერმანიის უმაღლესი ჯილდო. ძალიან გთხოვთ, ბატონი ლადო ამჟამად გერმანიაშია და ძალიან წუხს, რომ ქართულ ვიკიპედიაზე არასრულყოფილია მისი გვერდი, ერთი ფოტო არ ჩანს. პატივისცემით ბექა ქანთარია წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pdc (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ფოტო-მასალა

გიო იქნებ მიმითითო როგორ ავტვირთო ფოტო-მასალა?--Music38 განხილვაწვლილი 14:32, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვუპასუხე მომხმარებლის განხილვის გვერდზე. — GIO→13 () 17:02, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლადო ჭანტურია

გამარჯობა მიშა, ლადო ჭანტურიას გვერდიდან გამქრალია მისი ფოტოები, იქნებ გადაამოწმოთ თუ რატომ არ ჩანს ეს სამი ფოტო? დიდი მადლობა. ეს ერთი

დღეს ჩვენ კიდევ ვდებთ ლადო ჭანტურიას სამეცნიერო შრომების სიას, რომელსაც სათანადოდ აქვს მითითებული გამოცემის წელი, გამომცემი ჟურნალები და ა.შ. გთხოვთ განათავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამდენი სამეცნიერო შრომები ამდენ უცხო ენაზე არცერთ ქართველ იურსტს არ აქვს, ეს ჩვენი მიღწევაა. დიდი მადლობა მიხეილ. წინასწარ. ბექა ქანთარია წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pdc (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა ბექა. ფოტოები იმიტომ არ ჩანს, რომ წაიშალა სათანადო ლიცენზიის არარსებობის გამო, რაც ატვირთვისას უნდა მიგეთითებინათ. თუ ვერ იგებ ლიცენზიის საკითხს, ფეისბუქზე შეგიძლია შემომეხმიანო და აგიხსნი ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 16:35, 30 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

mixeil gamarjoba, fifikebi dausvi, rac sheexeba fotoebs, ikneb momcero rogor gavaketo, lados iubile tardeba da me damavales wikipediaze msi informaciis gantavseba, sharshi var gaxveuli da shenc shegacuxe ramdenjer, gtxov kidev ertxel ikneb suratebis atvirtvaze damexmaro. beka

ცერერი

რატომ არ ეწოდა ცერერს თავისი აღმომჰენის სახელი? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 217.147.224.34 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

saitis sheqmna

გთხოვთ მასწავლოტთ როგორ შევქმნა საიტი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.83.96 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პასუხი გავეცი განხილვის გვერდზე. — GIO→13 () 08:49, 6 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადიგენის ბუნება

"დაბალ ზონაში საშ. ტემპერატურა 80 C -დან 6.40C-მდე (ადიგენი 80 C, აბასთუმანი 6.40C) იანვრის საშუალო ტემარატურაა -40 C-4,50 C ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შეიძლება -310 C-320 C-მდე დაეცეს". ეს ტექსტი ციტირებულია ადიგენის მუნიცეპალიტეტის ბუნების სექციიდან. 80 C, -40 C,-310 C-320 C -ასეთი ტემპერატურა ნონსენსია. გთხოვთ გაასწოროთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.63.211 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გმადლობთ, შესწორებულია. --მიხეილ (მიწერა) 08:59, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, მე შევიტანა სამეცნიერო შრომებნის მოკლე აღწერა, იქნებ გამოაჩინოთ, თუ, რა თქმა უნდა, კარგადაა გაკეთებული. ბექა წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა pdc (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სტალინის ბიოგრაფიული მონაცემები

გთხოვთ გადაამოწმოთ სტალინის დაბადების თარიღი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.1.66 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მელიტონ ქანთარია

გამარჯობათ, მელიტონ ქანთარია იყო ცემი ბაბუა და ეს ფოტო ჩვენს ოჯახში ინახება, მადლობთ --Pdc განხილვაწვლილი 20:16, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ გამარჯობა, ახალი გვერდი მინდა შევქმნა ჩემის ორგანიზაციის შესახებ "პროფესიული განვითარების ევროპილი ცენტრი," საკმაოდ წარმატებული სასწავლო ცენტრია, ვერ ვახერხებ ახალი გვერდის შექმნას, სად შევიდე და როგორ დავამატო, გტხოვ მოკლედ აღმიწერო. ბექა --Pdc განხილვაწვლილი 18:16, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგმანი

უცხოენოვანი სტატიების გადმოთარგმნა სხვა ენაზე შეიძლება? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Osirisi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რა თქმა უნდა. --მიხეილ (მიწერა) 09:36, 26 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]