მომხმარებლის განხილვა:Kakito

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, Kakito!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

BH განხილვაწვლილი 07:29, 10 აგვისტო 2011 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვთ, გაეცანით დახმარების გვერდებსა და წყაროს მითითების წესებს. სტატია ისე არ რედაქტირდება, როგორც თქვენ ამას ეკონომეტრიკაში აკეთებთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:32, 15 აგვისტო 2011 (UTC)

სქოლიო[წყაროს რედაქტირება]

სქოლიო ემატება ასე:

ვთქვათ, წინადადებას „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს“ გინდათ, სქოლიოს სახით მიუთითოთ „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“. ამისთვის წინადადებას ბოლოში ჩაუსვამთ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას ასე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს<ref>ქართული საბჭოთა ენციკლოპედია</ref>.

ამის შემდეგ სტატიაში ქმნით თავს „სქოლიო“ („ლიტერატურის“ შემდეგ) ასე:

== სქოლიო ==

{{სქოლიო}}

მაგალითისთვის იხილეთ ხოზუეთი. სანამ სტატიაში ცვლილებას შეიტანდეთ, გთხოვთ, ივარჯიშეთ თქვენს პირად სავარჯიშოში. გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:51, 15 აგვისტო 2011 (UTC)

დახმარება[წყაროს რედაქტირება]

გპასუხობთ თქვენს თხოვნაზე. პირველი, „დაგვიკავშირდით“, სადაც თქვენ განცხადება დაწერეთ, განკუთვნილია ზოგადი მკითხველისთვის. თუ თქვენ დამატებითი კითხვები გიჩნდებად, შეიხედეთ ყავახანაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს, ხოლო „მოგვწერეთში“ მომხმარებელმა კითხვები არ უნდა დაწეროს. მეორე, როგორც თქვენ დაწერეთ, წესები აბნეულიაო და დავიბენიო — გეთანხმებით. ამიტომ გირჩევთ, კარგად გადახედოთ დახმარების გვერდებს, ახალი გვერდის შექმნის წესებს, ტექსტის რედაქტირების წესებსა და ვიკიპედიის მასწავლებელს. გარდა ამისა, თუ გინდათ, რომ წესებში წაკითხული გამოსცადოთ, გირჩევთ, ივარჯიშოთ თქვენს პირად სავარჯიშოში, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი რედაქტირება გააკეთოთ, არავინ არაფერს არ გეტყვით. მთავარია, არ დაწეროთ უცენზურო სიტყვები და არ დააზიანოთ ვიკიპედია. თუ რამეს ვერ გაიგებთ, მომმართეთ მე ან ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:32, 15 აგვისტო 2011 (UTC)

დამავიწყდა. როდესაც განხილვის გვერდებზე განცხადებას ან რამეს დაწერთ, ყოველთვის მოაწერეთ ხელი მას ბოლოში. ხელის მოსაწერად საჭიროა აკრიფოთ ოთხი ტილდა (~~~~) ან გამოიყენოთ ეს ღილაკი Signature button.pngNodar Kherkheulidze განხილვა 13:39, 15 აგვისტო 2011 (UTC)