ვიკიბებიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოხალისე ვიკიბებიები ბაშკირული ვიკიპედიიდან.

ვიკიბებიები — საპენსიო ასაკის ქალ-მოხალისეთა ჯგუფი ბაშკირული ვიკიპედიიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის შექმნის იდეა „ვიკი-ურალის“ სემინარზე დაიბადა, რომელიც 2016 წელს ქალაქ იჟევსკში გაიმართა.[1] პროექტის მიზანი, როგორც უდმურტელი ბურანოვის ბებიების მაგალითად, რომლებიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობა მიიღეს, იყო მოხუცი ქალების პოტენციალის გამოჩენა ინტერნეტ სივრცეში. მონაწილეთა ჯგუფის ძირითადი ნაწილი შედგება სოციალური ქსელ „ВКонтакте“-ს ჯგუფ „ბაშკირელი ქალების“ მონაწილეთაგან (რუს. Башкирские женщины). 2016 წელს სხვა ენოვანი პროექტების წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე, სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ვიკიბებიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ფართო აუდიტორიას.[2][3][4] 2016 წელს, უკრაინის საერთაშორისო კონფერენციაზე, ვიკიპედიის მომხმარებელი „Мухамадеева“ წარადგინა პროექტი კონფერენციის მონაწილეებს. 2017 წლის ვიკიმედიის ბერლინის კონფრენეციაზე მოხალისეებმა „З. ӘЙЛЕ“ და „visem“ (უკრაინული ვიკიპედიის მოხალისე) წარადგინეს პრეზენტაცია ვიკიბებიების შესახებ მსოფლიო ვიკიმედიის საზოგადოების წინაშე.[5] იმავე წელს, ბაშკირული ვიკიპედიის მოხალისეებისგან შემდგარმა დიდმა დელეგიაციამ დაესწრო მოსკოვის ვიკიკონფერენციას, სადაც მათ სპეციალური სექციის დროს წარადგინეს თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას.[6]

2018 წლის ვიკიმანიაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში გაიმართა, კონფერენციის მონაწილეებს მოხალისეები ენობრივი პროექტებიდან თავიანთ ენაზე ესალმებოდნენ, მათ შორის ბაშკირელი ვიკიბებიების სახელით მიესალმა ბანათ ვალეევა-იაუბასაროვამ.[7] 2019 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ ვიკიმანიის დახურვის ცერემონიაზე, „ფონდ ვიკიმედიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კეთრინ მაერმა განაცხადა: „განსაკუთრებით მომწონს ბაშკირელი ბებიების მაგალითი — უფროსი ასაკის ქალთა ჯგუფის, ძირითადად სასოფლო რაიონებიდან, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის რეგიონში სახელწოდებით ბაშკორტოსტანი — ისინი 2016 წლიდან სტატიებს თარგმნიან რუსულიდან ბაშკირულზე (ContentTranslation ხელსაწყოს დახმარებით) და დღეისთვის ბაშკირული ვიკიპედია თარგმნის მხრივ წამყვან ოცეულში შედის. ასე რომ, მოდით აღვნიშნოთ ბებიების წვლილი!“.

იმავე წლის 28-29 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ჯგუფის სახელით მონაწილეობა მიიღო რაშიდა გიზატულინამ, რომელიც საზოგადოებას გააცნო ბურზისნის ვიკიკლუბის საქმიანობა, რაიონის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და სკოლებში ვიკიკლუბების შექმნის შესახებ. 11-13 სექტემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპის ვიკიმედიელების კონფერენცია, სადაც ჯგუფის სახელით მონაწილეობდა გუზალ სიტდიკოვა, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ვიკიბებიების საქმიანობა.[8]

მონაწილეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფში ყველაზე გამოცდილი მონაწილე გუზალ სიტდიკოვაა. ასევე გამოცდილია ალფია აკბუტინა, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა მასმედიაში. ყველაზე ასაკოვანი მოხალისეა ბანატ ვალეევ-იაუბასაროვა. მას 2018 წელს 70 წელი შეუსრულდა. ბურციანის რაიონის ვიკიპედიელები კუნსილიუ კუტლუბაევა, რაშიდა გიზატულინა, ლუიზა იულდაშევა, ტანსილუ კუვანდიკოვა პირველები არიან, ვინც ასაკოვნებსა და ბავშვებს შორის შექმნეს ვიკიკლუბი. ქალაქ ბელორეცკიდან ბაშკირული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, „ბაშკირული ენისა და ლიტერატური წლის მასწავლებელი — 2019“, რესბულიკის კონკურსის ლაურიატი სარია კაგარმანოვა, ქალაქ იშიმბაიდან ჰაიათ იუსუპოვა, უფიმის რაიონიდან მინსულუ აბდულინა, ქალაქ სტერლიტამაკიდან გიულშატ სულეიმანოვა — დღეისთვის წარმოადგენენ ჯგუფის გამოცდილ ვიკიპედიელებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პროექტი „ვიკიბებიები“ — გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო სოციალური ინიციატივა“ (პროექტის ავტორი — З. ӘЙЛЕ) რუსეთის მესამე კონკურსში „საკვანძო სიტყვა“, რომელიც ორგანიზებული იყო „კომსომოლსკაია პრავდას“ მიერ.[9]
  • გამარჯვებული კონკურსში „გულუხვი ისტორია“.[10][11]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]