გუზალ სიტდიკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუზალ რამაზანის ასული სიტდიკოვა
გუზალ რამაზანის ასული სიტდიკოვა
ბაშკირეთის რესპუბლიკის ყურულთაის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 2008

ბაშკირეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 1995

დაბადებული10 ივნისი, 1952
ინზერი, ბაშკირეთის ასსრ, რსფსრ, სსრკ
ეროვნებაბაშკირი
განათლებაჩელიაბინსკის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი
საქმიანობამწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, თარჯიმანი

გუზალ რამაზანის ასული სიტდიკოვა (ბაშკ. Гүзәл Рамаҙан ҡыҙы Ситдиҡова; დ. 10 ივნისი, 1952, ინზერი, ბაშკირეთის ასსრ) — რუსეთისა და ბაშკირეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე. მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, თარჯიმანი. ბაშკირეთის ასსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი (1991-1995 წლებში), ბაშკირეთის რესპუბლიკის პირველი, მეორე და მესამე მოწვევის ყურულთაის წევრი (1995-2008 წლებში), ბაშკირეთის რესპუბლიკის პირველი მოწვევის საზოგადოებრივი პალატის წევრი (2011-2012 წლებში), ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი (2004-2011 წლებში), რუსეთისა და ბაშკირეთის მწერალთა კავშირის წევრი (1995-დან). 2012 წლიდან მონაწილეობს ვიკიმედიის საერთაშორისო მოხალისეობრივ მოძრაობაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუზალ რამაზანის ასული სიტდიკოვა დაიბადა 1952 წლის 10 ივნისს ბელორეცკის რაიონის სოფელ ინზერში, ბაშკირეთის ასსრ (ამჟამად ბაშკირეთი). 1967 წელს დაასრულა რვაწლიანი სკოლა და შევიდა ბელორეცკის პედაგოგიურ სასწავლებელში. 1971 წლიდან მუშაობს № 1 სკოლა-ინტერნატში, შემდეგ კი ქალაქ ბელორეცკის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

1980 წელს დაამთავრა ჩელიაბინსკის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ბიბლიოგრაფიული ფაკულტეტი. 1983 წლიდან ბელორეცკის რაიონული გაზეთ „ურალის“ თანამშრომელია, 1986 წლიდან — განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 1987 წლიდან — რედაქტორის მოადგილე. 1989-1995 წლებში ამავე გაზეთის მთავარი რედაქტორია. 1991 წელს აირჩიეს ბაშკირეთის ასსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

1995-2008 წლებში ბაშკირეთის პირველი, მეორე და მესამე მოწვევის ყურულთაის დეპუტატია. 2011-2012 წლებში ბაშკირეთის რესპუბლიკის პირველი მოწვევის საზოგადოებრივი პალატის წევრია, ხოლო 2004-2011 წლებში ბაშკირეთის რესპუბლიკის ბაშკირ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი. მონაწილეობდა ბაშკირების მსოფლიო ყურულთაის აღმასკომის მუშაობაში.

მისი ნაშრომები იბეჭდება 1976 წლიდან. ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მონაწილეობს ვიკიმედიის მოძრაობაში, მუშაობს ბაშკირულ ვიკიპედიაში. 1995 წლიდან ბაშკირეთის მწერალთა კავშირის წევრია. მუშაობს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში — პოეზია, პროზა, ესე, საბავშვო ლიტერატურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ситдыкова Гузаль Рамазановна // Парламентаризм в Башкортостане: история и современность. Документы и материалы / Сост. В. Г. Азнагулов, З. Г. Хамитова. — Уфа: Башкортостан, 2005. — Т. 2. — С. 271, 284, 294. — ISBN 5-8258-0204-5.
  • Ситдыкова Гузаль Рамазановна // По пути созидания. — Уфа: Галигиль, 2005. — С. 31—32.
  • Гүзәл Ситдиҡова: биобиблиографик күрһәткес. — Өфө: БР Ә. Вәлиди ис. Милли китапханаһы, 2011. — 40 б.
  • Гүзәл Ситдиҡова: биобиблиографик күрһәткес. — Өфө: БР Ә. Вәлиди ис. Милли китапханаһы, 2012. — 58 б.
  • Баюканский В. Чай — дело тонкое. — М.: ИПО «У Никитских ворот», 2015. — 416 с.
  • Писатели земли башкирской: Справочник. — Уфа: Китап, 2006. − 496 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]