ვერბენა ლიმონისა
იერსახე
ვერბენა ლიმონისა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lippia citriodora | ||||||||||||
|
ვერბენა ლიმონისა ლათ. (Lippia citriodora[1]), ლიპია — ეთერზეთოვანი მრავალწლოვანი ბუჩქბალახა მცენარე ვერბენასებრთა ოჯახისა.
სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. 2 მ-მდე სიმაღლის ღერო სწორია, ტიტველი, წაწვეტებულ-ლანცეტისებრი ფოთლები მიპირდაპირედაა განლაგებული. ყვავილები წვრილია, გვირგვინი თეთრი, შიგნიდან მეწამული. ფოთლები და ყვავილები შეიცავს ეთეროვან ზეთს, რომელშიც 30%-ზე მეტი ციტრალია; სასიამოვნო სურნელება აქვს, იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.
კულტივირებულია ტაჯიკეთსა და აზერბაიჯანში. ამრავლებენ ძირითადად კალმით. პლანტაციაში ირგვება შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. ყინვისაგან დასაცავად შემოდგომაზე მცენარეს 30 სმ სიმაღლეზე გადაჭრიან და მიწას შემოაყრიან, გაზაფხულზე კი ისევ მოაცილებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიქვანაია ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 368.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-08. ციტირების თარიღი: 2009-05-16.