შინაარსზე გადასვლა

ვენეციური არსენალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენალის შესასვლელის ხედი, კანალეტო, 1732
მოედანი

ვენეციური არსენალი (იტალ. Arsenale di Venezia) — ნავსადგური და სანაოსნო დეპო ვენეციაში, რომელსაც წამყავნი როლი ეჭირა ვენეციის იმპერიის მშენებლობაში.

ბიზანტიური სტილის კომპლექსი VIII საუკუნით თარიღდება, თუმცა ამჟამინდელი ნაგებობა 1104 წელს უნდა ყოფილიყო დაწყებული, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. კომპლექსი არსებობდა XIII საუკუნეში და ნახსენებია დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“. სახელწოდება სავარაუდოდ არაბულიდან „დარ ალ სინა'ა“ (ნავსადგური) მომდინარეობს და მისი კონცეფციაც ისლამურ-ბიზანტიურ ხასიათს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]