სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარი.

სანტა მარია გლორიოსა დეი ფრარი (იტალ. Santa Maria Gloriosa dei Frari, შემოკლებით ფრარი) — ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტაძარი ვენეციაში.

ტაძარი დააფუძნეს ფრანცისკანელმა ძმებმა, რომლებმაც მიწის ნაკვეთი აქ დოჟი ჯაკოპო ტიეპოლოსგან მიიღეს. მშენებლობა 1250-1338 წლებში მიმდინარეობდა. ტაძარი კურთხეულ იქნა 1492 წელს. შენობა აგურით არის ნაგები, იტალიური გოტიკური სტილით. ფასადი მკაცრია, მისი ერთადერთი სამკაულია XV-XVI საუკუნეების ბარელიეფი. სამრეკლოს სიმაღლე, რომელიც 1396 წელს ააგეს, 70 მეტრია, და მეორეა სიმაღლით ვენეციაში სან-მარკოს სამრეკლოს შემდეგ.