შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ გოდუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ ირაკლის ძე გოდუაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1924, ქუთაისი — გ. 26 ოქტომბერი, 1990, იქვე) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1971). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1949).

1950 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საპროექტო ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს – „საქქალაქმშენსახპროექტის“ ქუთაისის ფილიალში (1965 წლიდან – ფილიალის მთავარი არქიტექტორი, 1968 წლიდან — მთავარი ინჟინერი). 1973-1983 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, 1985 წლიდან — ისევ საპროექტო ინსტიტუტის ფილიალის მთავარი არქიტექტორი. 1963-1978 წლებში არჩეული იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 1956-1957 და 1972-1975 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძირითადი ნამუშევრები: ქუთაისში — სასტუმრო „თბილისი“ (1954), ორდარბაზიანი კინოთეატრი (1957), საცხოვრებელი კვარტალი (60-იანი წწ.); მარტვილში — საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა (50-იანი წწ.); საჩხერეში — კულტურის სახლი (1973).

  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 75.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]