ვახტანგ გლუნჩაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლუნჩაძე.

ვახტანგ სამსონის ძე გლუნჩაძე (დ. 23 ივნისი, 1925, თბილისი — გ. 2 იანვარი, 2006, იქვე) — ქართველი მომღერალი (ტენორი); საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ საოპერო ხელოვნებაში მოვიდა მხატვრული თვითმოქმედებიდან. 1953–1960 მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში. 1960–1970 იყო ამავე თეატრის სოლისტი, ხოლო 1970–1977 – ქუთაისის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. წარმატებით ასრულებდა ტენორის მთავარ პარტიებს ზ. ფალიაშვილის („დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), ო. თაქთაქიშვილის („მინდია“, „სამი ნოველა“), ს. ცინცაძის („განდეგილი“), ა. კერესელიძის („ბაში-აჩუკი“), ჟ. ბიზეს („კარმენი“, „მარგალიტის მაძიებლები“), ჯ. ვერდის („ტრუბადური“), ჯ. პუჩინის („ტოსკა“), პ. მასკანის („სოფლური ღირსება“), გ. დონიცეტის („ლუჩია დი ლამერმური“), მ. გლინკას („რუსლან და ლიუდმილა“), ს. რახმანინოვის („ალეკო“) და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა რომანსებსა სიმღერებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]