ვახტანგ გიორგობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგობიანი.

ვახტანგ ალექსის ძე გიორგობიანი (დ. 28 აგვისტო, 1914, თბილისი – გ. 28 თებერვალი, 1990, იქვე) — ქართველი გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იოსებ შარლემანი). 1954 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1970 წლიდან — პროფესორი). 1945 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გიორგობიანს ეკუთვნის პლაკატები: „ახალგაზრდობა, ჩვენი იმედი“ (1954), „1945–1985“ (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით); იოსებ შარლემანის (1956), მოსე თოიძის (1956) პორტრეტები. მხატვრულად გააფორმა ნიკო ლორთქიფანიძის „რჩეული ნაწერები“ (1953), ლევან მენაბდის „სულხან-საბა ორბელიანი“ (1954), ირაკლი ჯორჯაძის „საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია“ (1987). დახატა საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები: „ანანურის ეკლესია“ (1983), „ტიმოთესუბნის ტაძარი“ (1985); შექმნა თემატური სურათები: „ჰიმნი საქართველოს“ (1950) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]