ვახტანგ ბეწუკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვახტანგ ბეწუკელი
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი 1916(1916-09-22)
დაბ. ადგილი მაგრანეთი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 ივნისი 1971(1971-06-20) (54 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვახტანგ პავლეს ძე ბეწუკელი (დ. 22 სექტემბერი, 1916, მაგრანეთი, ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ივნისი, 1971, თბილისი) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ გურჯაანის, შემდეგ კი თიანეთის რაიონებში, ხოლო 1945 წლიდან გადმოდის თბილისში და ეწევა სამწერლობო საქმიანობას.

თარგმნა სიჭაბუკიდან დაიწყო. გერმანულისა და ქართული საფუძვლიანად ცოდნამ საშუალება მისცა წარმატებით შეჭიდებოდა გოეთესა და შილერის შემოქმედებას. მან გააცნო ქართველ მკითხველს გერმანელი კლასიკოსების ნიმუშები: „გიორგ ფონ ბერლიხინგენი“, „იფიგენია თავრიდში“, „ეგმონტი“, „ტორკვატო ტასო“, „მოქალაქე გენერალი“, „მარიამ სტიუარტი“, „ფიესკოს შეთქმულება“, „ორლეანელი ქალწული“, „დონ კარლოსი“, აგრეთვე ლესინგის „ემილია გალოტი“, „ნათან ბრძენი“, ჰაინრიხ მანის „მეფე ანრი IV სიჭაბუკე“ და სხვა მრავალი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 86, თბ., 1994

რესურსები ინტერნტეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]