პეტრ პაველი
პეტრ პაველი (ჩეხ. Petr Pavel; დ. 1 ნოემბერი, 1961) – ჩეხეთის პრეზიდენტი 2023 წლის 9 მარტიდან. ჩეხეთის არმიის გადამდგარი გენერალი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე 2015-2018 წლებში,[15][16] ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2012-2015 წლებში,[17]
2019 წელს სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის, KDU-ČSL-ის, TOP 09-ის, „მერები და დამოუკიდებელებისა“ და ჩეხეთის მეკობრეების პარტიის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატებს განიხილავდა, პაველი შეხვედრის ყველაზე განხილულ კანდიდატად დასახელდა. [18]
2022 წლის 29 ივნისს პაველმა ჩეხეთის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გააჟღერა. საკუთარ განცხადებაში კენჭისყრაში მონაწილეობის მიზეზად მან დაასახელა სურვილი, რომ „ჩეხეთი აღარ გრძნობდეს თავს უხერხულად საკუთარი პრეზიდენტის გამო“.[19] პაველმა ოფიციალური კამპანია 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო და განაცხადა, რომ მას სურდა „დაებრუნებინა წესრიგი და მშვიდობა ჩეხეთის რესპუბლიკაში“.[20] პაველის კამპანია იყო პროდასავლური[21] და ანტიპოპულისტური[22].
2022 წლის 4 ოქტომბერს ის იყო ერთ-ერთი იმ სამი კანდიდატიდან, რომლებსაც მხარი დაუჭირა სპოლუს საარჩევნო ალიანსმა (სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, KDU-ČSL და TOP 09).[23]
არჩევნების პირველი ტური ჩეხეთში 2023 წლის 13 და 14 იანვარს გაიმართა. პაველმა მიიღო 1 975 056 ხმა (ჯამური ხმების 35,4 %). მან ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანდრეი ბაბიშს გაუსწრო, რომელსაც მეორე ტურში შეხვდება. მეორე ტურში პეტრ პაველმა დამაჯერებლად გაუსწრო კონკურენტს და ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა მილოშ ზემანი.[24]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Národní autority České republiky
- ↑ 2.0 2.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 https://acr.army.cz/assets/informacni-servis/zpravodajstvi/zivotopis-petr-pavel_6.doc
- ↑ Detailní životopis generála Pavla
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 https://www.spolusilnejsi.cz/kdo-je-general-pavel
- ↑ https://www.idnes.cz/volby/prezidentske/2023/eva-pavlova-prvni-dama-rozhovor-serial-partneri-prezidentskych-kandidatu-petr-pavel.A221209_153507_prezidentske-volby-2023_misl
- ↑ https://sumpersky.denik.cz/zpravy_region/general-petr-pavel-eva-pavlova-svatba-v-olomouci-2023.html
- ↑ https://www.novinky.cz/clanek/zahranicni-amerika-general-pavel-obdrzel-nejvyssi-americke-vojenske-vyznamenani-40063126 — 2018.
- ↑ https://www.idnes.cz/zpravy/domaci/karin-zachrana-mise-karel-blahna-jugoslavie-petr-pavel-general-francie.A230126_130259_domaci_ivos
- ↑ https://echo24.cz/a/SdX8P/general-pavel-se-polepsoval-na-twitteru-sklidil-ale-zdrcujici-kritiku
- ↑ https://nashaniva.com/339239
- ↑ https://brnodaily.com/2025/06/05/news/dutch-royal-couple-meet-pavel-fiala-and-others-on-official-visit-to-prague/
- ↑ https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/prezident-pavel-prijel-vlakem-do-kyjeva-369303
- ↑ General Bartels bids farewell to NATO as General Pavel starts his tenure as Chairman of the NATO Military Committee. ციტირების თარიღი: 26 June 2015
- ↑ Chief of the General Staff. ციტირების თარიღი: 22 March 2014
- ↑ Chief of the General Staff. ციტირების თარიღი: 22 March 2014
- ↑ Začalo hledání nástupce Miloše Zemana. Vstoupit do boje neodmítá ani těžká váha politických válek cs. ციტირების თარიღი: 3 November 2019
- ↑ Chci boj o Hrad vyhrát, říká generál Pavel. Velkou kampaň zahájí v srpnu cs (29 June 2022). ციტირების თარიღი: 1 July 2022
- ↑ Pavel chce vrátit Česku řád a klid. Zahájil oficiálně svůj boj o Pražský hrad cs (6 September 2022). ციტირების თარიღი: 6 September 2022
- ↑ Di Sario, Federica (14 January 2023). „Pro-Western retired general leads first round in Czech presidential election“. Politico. Politico. ციტირების თარიღი: 15 January 2023.
- ↑ Perknerová, Kateřina. Petr Pavel: Největším soupeřem je pro mě populismus cs (5 August 2022). ციტირების თარიღი: 6 January 2023
- ↑ Spurný, Jaroslav. Nepřekvapivé i rozumné. Koalice SPOLU podpořila Fischera, Nerudovou a Pavla cs. Týdeník Respekt. ციტირების თარიღი: 6 October 2022
- ↑ ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა