ვაღინაკ ბექარიანი
ვაღინაკ ბექარიანი | |
---|---|
სომხ. Վաղինակ Բեքարյան | |
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1891 |
დაბადების ადგილი | ბაჰჩეჯიქი |
გარდაცვალების თარიღი | 15 ივნისი, 1975 (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი |
საქმიანობა | პროზაიკოსი, პოეტი და მასწავლებელი |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | გეტრონაგანის სომხური უმაღლესი სკოლა და სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი |
Magnum opus | The hell on the earth |
შვილ(ებ)ი | ცოლაკ ბექარიანი და Ara Bekaryan |
ვაღინაკ ბექარიანი (სომხ. Վաղինակ Բեքարյան; დ. 5 იანვარი, 1891, პარტიზაკი, თურქეთი — გ.15 ივნისი, 1975, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი განმანათლებელი, პოეტი და მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1891 წელს თურქეთში, პარტიზაკში, სტამბოლთან ახლოს. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა კონსტანტინოპოლის ცენტრალურ კოლეჯში. 1915 წელს ბექარიანის ოჯახი გენოციდის გამო საცხოვრებლად გადავიდა იერუსალიმში, სადაც ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში. 1916 წელს, სომხური სათვისტომოს მიერ მიწვევის შემდეგ, ადის-აბებაში დააარსა სკოლა[1].
1922 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, ხოლო 1925 წელს სომხეთში. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ასწავლიდა ეჩმიაძინისა და ერევნის სკოლებსა და პედაგოგიურ ინსტიტუტებში.
გარდაიცვალა 1975 წელს ერევანში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Գառնիկ Ստեփանյան, «Կենսագրական Բառարան», 1973, Երևան, էջ 198։
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Կարպիս Սուրենյան, «Բնիկ ո՞րտեղացի եք», 1969 Երևան