შინაარსზე გადასვლა

ვასილ დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვასილ დუმბაძე
დაბადების თარიღი 1881
შემოქმედი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1943
ნიუ-იორკი
ეროვნება ქართველი
მშობლები მამა: დავით დუმბაძე
დედა: მაკა ტუსკია
ნათესავები ანტონ დუმბაძე (ბაბუა)
ივანე დუმბაძე (ბიძა)
სონია დუმბაძე (და)

ვასილ დავითის ძე დუმბაძე (დ. 1881, სოფ. შემოქმედი, — გ. 1943, ნიუ-იორკი) — ქართველი ფინანსისტი, ავანტურისტი, ცნობილი იყო სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით. იყო პოლიგლოტი, ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

დაიბადა გურიაში, სოფელ შემოქმედში, მღვდლის ოჯახში. მის მშობლებს 9 ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდათ. დუმბაძეების მრავალრიცხოვანი ოჯახი ნახსენებია პოეტ გრიგოლ ცეცხლაძის პოემაში „ხუთი მაუზერი“. ვასილ დუმბაძის მამა, დავითი, იყო შვილი ცნობილი მგალობლის, ანტონ დუმბაძისა. 1897 წელს ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დუმბაძე გერმანიაში, ლაიფციგში გაემგზავრა. იმ დროს ლაიპციგში არაერთი ქართველი სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის ფილიპე გოგიჩაიშვილი, გერონტი ქიქოძე, რომელსაც დუმბაძის შესახებ რამდენიმე ეპიზოდი აქვს გადმოცემული: „აფერისტი დუმბაძე“ და „სუხომლინოვის აგენტი“. 1904 წლის ივ­ლის­ში ლაიფცი­გის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში ვა­სილ დუმ­ბა­ძემ სა­მო­ას ეთ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე წაიკითხა რე­ფე­რა­ტი და დამ­სწრე­თა მო­წო­ნე­ბა დაიმსახურა. მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტომა პრო­ფე­სორმა ვო­ი­ლემ მას თხოვა ახა­ლი რე­ფე­რა­ტის წა­კით­ხვა თე­მა­ზე: „ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი“. ოქ­ტომ­ბერ­ში დაბებეჭ­და ცნო­ბა, რომ დუმბაძე ორ დი­სერ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დებ­და: ქართველები — ეთნოგრაფიული მიმოხილვა“ და „ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება“. დუმბაძემ იმა­ვე წელს გა­ზეთ „ცნო­ბის ფურ­ცე­ლში“ გამოაქვეყნა სტა­ტია „ფრიდ­რიხ რეტ­ცე­ლი და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში". 1906 წელს მან დაამთავრა ლაიფციგის ერთ-ერთი სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტი. მისი სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებია ვო­რონ­ცო­ვის მა­მუ­ლებ­ში დნეპ­რის ჭო­რო­მე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გეგ­მა და პეტ­როგ­რა­დის კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა.

სამშობლოში დაბრუნებული დუმბაძემ კომერციას მოჰკიდა ხელი, დაუახლოვდა კავკასიის მეფისნაცვლის, ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის ოჯახს, რითაც მიაღწია გავლენას პეტერბურგის უმაღლეს წრეებში, ასევე აშშ-ში რუ­სე­თის ელჩ ბახმე­ტე­ვს. 1912 წელს პეტერბურგში წიგნად გამოსცა მონოგრაფია კავკასიაში ნავთობმრეწველობის შესახებ (გერმანულ ენაზე, გამომცემლობა „ჰეროლდი“). წიგნის ერთი ნაწილი მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო, მეორე ნაწილი კი მოგვიანებით დაწერა. ესაა ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა კავკასიის ნავთობის გეოლოგიის, მოპოვების, გადამუშავების, პერპექტივების შესახებ. მონაწილეობდა მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის დაარსებაში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაფუძნებაში. თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, გიორგი შარვაშიძესთან და სხვა ქართველ მოღვაწეებთან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მოსაპოვებლად ფინეთის დიდი სამთავროს ნაცვლად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს წამოწყება ჩაშალა.

ომის დროს დუმბაძე იყო ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი იყო. ამ საზოგადოებამ 20 ათასამდე დაჭრილს გაუწია დახმარება. ამავე პერიოდში გაიცნო სამხედრო მინისტრ ვლადიმერ სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი, სუ­ხომ­ლი­ნო­ვის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ინ­ჟი­ნე­რი და საქ­მო­სა­ნი ნი­კა­ლაი გოშ­კე­ვი­ჩი, შემ­დეგ კი მი­ნის­ტრის ახალ­გაზ­რდა ცო­ლი. 1914 წელს პეტერბურგში, გამომცემლობაში „ომი და მშვიდობა“ გამოაქვეყნა მინისტრის ბიოგრაფია „გენერალ-ადიუტანტი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სუხომლინოვი“ (114 გვ. ილუსტრაციებით). დუმბაძე დაუახლოვდა თავად სუხომლინოვს, რამაც ხელი შეუწყო, მიერო საიდუმლო სამხედრო შეკვეთები, საიდანაც იღებდა მაღალ საკომისიოს. მან­ვე მო­აგ­ვა­რა სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრის­თვის მორ­გან­თა ბან­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ამე­რი­კა­ში 150 ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნა. 1915 წელს ჩაბბული აღმოჩნდა რუსული არტილერიისთვის გამოუსადეგარი, ამერიკაში შეძენილი ჭურვების სკანდალში. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწ­ყე­ბამ ამე­რი­კა­ში 15 მი­ლი­ო­ნი ოქ­როს მა­ნე­თის ყუმ­ბა­რე­ბის შეკ­ვე­თა, მი­ნის­ტრის ცოლის წყა­ლო­ბით, დუმბაძეს მი­ან­დო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­არ­სე­ბუ­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" აქ­ტი­უ­რმა წევ­რმა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა და­არ­წმუ­ნა დუმ­ბა­ძე, რომ ომ­ში რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. მათ შე­ი­მუ­შა­ვეს გეგ­მა და სხვა კა­ლიბ­რის ჭურ­ვე­ბი შე­უკ­ვე­თეს, რომ­ლე­ბიც რუ­სულ ქვე­მე­ხებს არ მო­ერ­გო. და­იწ­ყო კარ­პა­ტე­ბამ­დე მი­სუ­ლი რუ­სე­თის არ­მი­ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი უკან­და­ხე­ვა. ამ საქმიდან დუმბაძემ ორი მილიონი მანეთი მიიღო.

ნი­კო­ლოზ II-მ ზა­ვის და­სა­დე­ბად გერ­მა­ნი­ა­ში ვა­სილ დუმ­ბა­ძე გაგ­ზავ­ნა, რო­გორც გერ­მა­ნი­ის მმარ­თველ წრე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი. 1915 წლის ზაფ­ხულ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში დუმბაძემ მეფის­თვის შედ­გე­ნი­ლი, სამ­ხედ­რო უწ­ყე­ბის 1909-1914 წლებ­ში უმ­თავ­რეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლის 13-პუნ­ქტი­ა­ნი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტიც წა­ი­ღო. სტოკ­ჰოლ­მში მას დახ­ვდა გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი. ფონ ლუ­ცი­უს­მა იგი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წა­რუდ­გი­ნა. რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დუმბაძემ 19-გვერ­დი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და: „კავ­კა­სი­ის სა­კით­ხი“ და „სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი“. მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ გერ­მა­ნია მზად არის სეპა­რა­ტუ­ლი ზა­ვის­თვის და მი­სი ჩა­რე­ვით შე­უმ­სუ­ბუქ­დათ მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­ხედრო ტყვე­ებს.

სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით, ვა­სო და­ა­პა­ტიმ­რეს. სკან­დალს შე­ე­წი­რა მი­ნის­ტრის კა­რი­ე­რა, სუხომლინოვი გადააყენეს, დუმ­ბა­ძეს კი სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ II-მ კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლა. დუმბაძე ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ფინეთის სადგურზე დააკავეს. 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სუ­ხომ­ლი­ნოვ-დუმ­ბა­ძის საქ­მე გა­და­ი­სინ­ჯა. სუ­ხომ­ლი­ნოვს კა­ტორ­ღა მი­უ­სა­ჯეს, სა­ი­და­ნაც იგი საზ­ღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცა. დუმ­ბა­ძე კი თავ­დე­ბით გა­მო­იხ­სნა გი­ორ­გი მა­ჩაბ­ლის ძმამ, ილომ და თა­ვის თე­ატრ „ბი-ბა-ბოს­თან" ერ­თად კი­ევ­ში წა­იყ­ვა­ნა. კიევში ის ასევე მაქინაციებში გაება. მან რამდენიმე ვაგონი შაქარი გაიტანა პოლონეთის სამეფოში და დიდძალი გული იშოვა. ამ საქმის გამო დააპატიმრეს და დახვრეტა ელოდა. დახვრეტისგან ჯავშნოსანი მატარებლის ბოლშევიკმა მეთაურმა ლუკიანე თაბუკაშვილმა გადაარჩინა. 1919 წლის ზაფ­ხულ­ში ოდესიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, იქიდან კი ევროპაში.

1924 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში. 1925 წელს ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი „კავკასიის რესპუბლიკები“ (The Caucasian republics; the little democracies the world forgot). ცდილობდა მიეპყრო ამერიკის მმართველი წრეების ყურადღება კავკასიისა და საქართველოს საკითხებისადმი. 1926 წელს საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ დანიშნა კონსულად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სა­ჭი­რო იყო სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის სა­კით­ხის გახ­მა­უ­რე­ბა, რად­გან ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ერ­თე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნევ­და. დუმბაძის თა­ოს­ნო­ბი­თა და სე­ნა­ტორ ჰენ­რი ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით და­არ­სდა „ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კავ­კა­სი­ის­თვის", რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე გა­ერ­თი­ან­და. საზოგადოებამ შე­ის­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­ად­გი­ნა მი­სი „და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უდა­ვო უფ­ლე­ბა და ევ­რო­პა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. საზოგადოების საქმიანობის შედეგად კონგრესმა 1926 წლის 10-11 მარტს და 1-2 აპრილს განიხილა დუმბაძის საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცების სა­კით­ხი , მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საკითხი მე­ო­რედ 1929 წლის 23 აპ­რილს და­ის­ვა. წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ვა­სილ დუმ­ბა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლად დამ­ტკიც­და. იმა­ვე 1929 წელს დიპ­ლო­მა­ტ ლე­ონ ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით შე­იქ­მნა „სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტი", რა­საც შე­დე­გად ამე­რი­კის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხის რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

ცოლად შეირთო ამერიკელი ქალი, რომელსაც გადმოცემით ცნობილ გაზეთში Chicago Tribune-ში საკუთარი წილი ჰქონდა. 1931 წელს იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი პავ­ლე და თა­მარ კვა­რაც­ხე­ლი­ებ­თან, ვა­ნო კო­ბა­ხი­ძე­სა და გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­თან ერ­თად. იყო ამ სათვისტომოს თავმჯდომარე 1936 წლამდე. 1933 წელს საფრანგეთმა სცნო სსრკ და გაუუქმა ლეგაცია საქართველოს დევნილ მთავრობას, შესაბამისად, გაუქმდა აშშ-ში საქართველოს საკონსულო. 1938 წელს დუმბაძის ინი­ცი­ა­ტი­ვით აის­ლიპ­ში შე­ი­ძი­ნეს სათ­ვის­ტო­მოს სახ­ლი. დუმბაძემ თა­ვი­სი ხარ­ჯით გა­ა­რე­მონ­ტა, გა­აწ­ყო ავე­ჯით, გა­ა­შე­ნა ბაღ-ბოს­ტა­ნი, რო­მელ­საც კოს­ტა ხუნ­წა­რი­ას ცოლ-შვილ­თან ერ­თად უვ­ლი­და. აშშ-ში ყოფნის დროს ეხმარებოდა და აფინანსებდა ქართველ ემიგრანტებს, ასევე ფინანსურად ეხმარებოდა ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებსაც

გარდაიცვალა 1943 წელს ნიუ-იორკში. ანდერძის თანახმად, თუ დუმბაძის ნათესავებიდან მშობლიურ სოფელ შემოქმედში ცოც­ხა­ლი არავინ იქნებოდა, იმ ფუ­ლით სკო­ლა ან სა­ა­ვად­მყო­ფო უნ­და აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ანდერძი და ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ შემოქმედში 1945 თუ 1946 წელს ჩავიდა. მოძებნეს მისი დები, დაადასტურეს მათი ვინაობა. დუმბაძის დებს უნდა მიეღოთ მემკვიდრეობა, სხვადასხვა ცნობით 27-დან 42 მილიონ აშშ დოლარამდე. ფული საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკში გადაირიცხა, მაგრამ მემკვიდრეებს არ მიუღიათ.და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ნიუ-იორ­კში.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ დუმბაძე იყო მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი პერსონაჟის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი.

  • ვასილ დუმბაძე: (1881-1943) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.46-51.
  • დაუშვილი რ. „ვასილ დუმბაძე მორგანთა ბანკის ფინანსისტი“ ჟურნალი „ისტორიანი“ N9, 2011 გვ. 34-39.
  • დაუშვილი რ., „ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში“ — თბილისი, 2002
  • ჩხატარაიშვილი ქ., „ლეგენდად დარჩენილი“ ჟურნალი „მნათობი“ N8 გვ. 166-169 — 1991 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]