ვასილ გულეური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილ გულეური
Vasil Guleuri.jpg
დაბ. თარიღი 19 აგვისტო 1971(1971-08-19) (47 წლის)
დაბ. ადგილი გორი, საქართველო
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
წიგნების გარეკანები
წიგნების გარეკანები

ვასილ გულეური (დ. 19 აგვისტო 1971, გორი, საქართველოს სსრ) — ქართველი საბავშვო მწერალი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1971 წელს, ქალაქ გორში. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტი. არის მედია ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ „კავკასიის ავტორთა სკოლის“ პირველი სასწავლო კურსის მონაწილე (2011).

სხვადასხვა წლებში მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთებში „გორი“, „ახალი ეპოქა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „24 საათი“, 2003–2005 წლებში იყო „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თარგმანები დაიბეჭდა გაზეთებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“. საბავშვო ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „დილა“. 2007 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებული (მე-2 ადგილი) საბავშვო ლექსების ციკლისთვის „საბავშვო ბაღი“. პირველი საბავშვო კრებული „მელაკუდას მაღაზია“ გამოვიდა 2007 წელს (გამომცემლობა „დიოგენე“). ავტორია წიგნებისა „ჩიტის მოტანილი ამბები“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2008), „საბავშვო ლექსები“ (GPC, 2009), „ხუთი ამბავი ლექსად“ (გამომცემლობა „სეზანი“, 2009), „ზოოპარკი“ (საკუთარი ფოტოილუსტრაციებით, გამომცემლობა „შემეცნება“, 2011), „ნაძვის ხის მოსართავი ლექსები“ (ლელა ცუცქირიძესთან ერთად, გამომცემლობა „დიოგენე“, 2012), „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“ (გამომცემლობა „საუნჯე“, 2013), ზღაპრები „თოვლის გუნდას“ სერიით (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015). „მხიარული ლექსები“ („ელფის გამომცემლობა“, 2015).

2011 წელს საზოგადოებრივმა რადიომ და ელფის გამომცემლობამ გამოაცხადეს საშობაო ზღაპრის კონკურსი, სადაც ვასილ გულეურის პიესამ „დაბრუნებული ბგერები“ პირველი ადგილი დაიკავა. რადიოდადგმა 2012 წლის 7 იანვარს გადაიცა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, ხოლო წლის ბოლოს ცალკე წიგნად გამოვიდა ამავე სახელწოდების ზღაპარი.

თარგმნილი აქვს სერგეი ესენინის, ნიკოლოზ გუმილიოვის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ბელა ახმადულინას, იოსებ ბროდსკის, ვერონიკა ტუშნოვას, ქრისტინე ლავანტის, ინგებორგ ბახმანის, ჟან ჟენეს, ჯეიმზ ჯოისის, რადიარდ კიპლინგის და სხვათა ლექსები.

თარგმანები დაბეჭდილია ალმანახებში „ახალი თარგმანები“, „აფრა“. შესულია დათო ბარბაქაძის პროექტის „XX საუკუნის ავსტრიული ლირიკა“ გამოცემებში.

გამომცემლობა „ინტელექტის“ პროექტის „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“ გამოცემებში დაბეჭდილია ვასილ გულეურის მიერ თარგმნილი მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკის, რადიარდ კიპლინგის, უოლტ უიტმენის, ფრანსუა ვიიონის ლექსები. ამავე გამოცემის ფარგლებში, რადიარდ კიპლინგის ლექსის „If“ თარგმანზე გამოცხადებულ კონკურსში ვასილ გულეურის თარგმანმა მესამე პრემია დაიმსახურა.

2011 წელს გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ თარგმანის კონკურსში, რომელიც სახალხო დღესასწაულ „შოთაობას“ მიეძღვნა, ვასილ გულეურის თარგმანებმა მეორე პრემია მიიღო, ხოლო ამავე კონკურსში 2012 წელს — პირველი პრემია.

მის მიერ ქართულად პირველად ითარგმნა ცნობილი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ლექსების კრებული „კამერული მუსიკა“, რომელიც 2012 წელს გამოსცა „არტანუჯმა“.

2015 წელს ასევე პირველად ქართულ ენაზე გამოიცა მის მიერ თარგმნილი არკადი და ბორის სტრუგაცკების რომანი „ორშაბათი იწყება შაბათს“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბავშვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მელაკუდას მაღაზია“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2007).
  • „ჩიტის მოტანილი ამბები“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2008);
  • „საბავშვო ლექსები“ (GPC, 2009);
  • „ხუთი ამბავი ლექსად“ (გამომცემლობა „სეზანი“, 2009);
  • „ზოოპარკი“ (საკუთარი ფოტოილუსტრაციებით, გამომცემლობა „შემეცნება“, 2011);
  • „დაბრუნებული ბგერები“, საშობაო ზღაპარი („ელფის გამომცემლობა“, 2012);
  • „ნაძვის ხის მოსართავი ლექსები“ (ლელა ცუცქირიძესთან ერთად, გამომცემლობა „დიოგენე“, 2012);
  • „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“ (გამომცემლობა „საუნჯე“, 2013);
  • „თოვლის გუნდა ცირკში“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015);
  • „თოვლის შვილიშვილი“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015);
  • „თოვლის გუნდა მეგობრებს დაეძებს“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015);
  • „მხიარული ლექსები“ („ელფის გამომცემლობა“, 2016);
  • „ჩხუბი სამზარეულოში“ („ელფის გამომცემლობა“, 2017);
  • "გრაფიკული ლექსები" (ჟურნალ "დილის" ბიბლიოთეკა, 2017)
  • "მიკო და რეი" (გამომცემლობა "ქართული", 2018)

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჯოისი, „კამერული მუსიკა“ (არტანუჯი", 2012).
  • არკადი და ბორის სტრუგაცკები, „ორშაბათი იწყება შაბათს“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2015);

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გულინარია გულეურისგან“. სამზარეულოს გზამკვლევი მამაკაცებისთვის („ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა“, 2018)

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამარ კოტრიკაძე - „მე ვარ ადამიანი“. „აფრა“, #13, 2007-2008
  • თამარ კოტრიკაძე - „რა ამბები მოაქვთ ჩიტებს?“, ლიტერატურა, ცხელი შოკოლადი, 2008
  • ნინო ჩხიკვიშვილი - „მცირე ოპუსი ვასილ გულეურის საყმაწვილო პოეზიის შესახებ“, „ლიტერატურული პალიტრა“, 2009
  • გიორგი ლობჟანიძე - „დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთ...“, რადიო „თავისუფლების“ ბიბლიოთეკა, 2013.
  • ანი კოპალიანი - „ძია ვასო“, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]