ელფის გამომცემლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელფის გამომცემლობა
Elfis gamomcemloba.jpg
სტატუსი აქტიური
დაარსდა 1996; 24 წლის წინ (1996)
დამაარსებელი თინათინ დიდებულიძე
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური საიტი elf.ge

ელფის გამომცემლობა — 1996 წლის აპრილში დაარსებული ქართული გამომცემლობა. მისი დამფუძნებელია პროფესიით ჟურნალისტი და მთარგმნელი, თინათინ დიდებულიძე. გამომცემლობა დაფუძნების დღიდანვე ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, რისთვისაც ბიზნეს ინიციატივების საერთაშორისო ასოციაციამ სპეციალური პრიზი გადასცა.

დღესდღეობით ელფის გამომცემლობა თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და უმსხვილეს გამომცემლობებთან, ასევე ყოველწლიურად წარმოდგენილია ფრანკფურტის (გერმანია) წიგნის მსოფლიო და ბოლონიის (იტალია) საბავშვო წიგნის მსოფლიო ფესტივალებზე.

ელფის საგამომცემლო პრიორიტეტებს წარმოადგენს მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლიტერატურა; ენციკლოპედიები, ატლასები და სხვა. სერიაში „მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა ალბერ კოენის „დედაჩემი“, მარგარეტ დიურასის „საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან“, შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირები“ და ა.შ.

ელფის გამომცემლობა დიდ ყურადღებას უთმობს პატარა მკითხველს და ძველ, საყვარელ ნაწარმოებებთან ერთად მუდმივად ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს: „ჩემი პირველი ფოკუსების წიგნი“, „ჩემი პირველი კინო-ზღაპრები“, საბავშვო ენციკლოპედია „რა არის რა“-ს ტომეულები, „მე ვსწავლობ ხატვას“ და სხვა.

2012 წლის გაზაფხულზე ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გამარჯვებულმა ბავშვებმა თამარ ადამიას „შემეცნებითი ზღაპრები“ დაასურათეს.

აგრეთვე, საქართველოში პირველად ცალკეულ წიგნად გამოიცა ახალი საშობაო ზღაპარი. მისი ავტორია მწერალი ვასილ გულეური, რომელმაც „ელფისა“ და „რადიო 1“-ის ერთობლივ პროექტში გაიმარჯვა. წიგნის პრეზენტაცია 2012 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ გაიმართა, შობის ღამეს კი მოწვეულ მსახიობთა ჯგუფმა სპეციალურად ბავშვებისთვის ამ ნაწარმოების მიხედვით რადიოდადგმა განახორციელა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]