ვასილი სტალინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი იოსების ძე სტალინი (ჯუღაშვილი)[1]
Василий Сталин, 1942 год.jpg
დაბ. თარიღი 1921 წლის 24 მარტი
დაბ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ
გარდ. თარიღი 1962 წლის 19 მარტი
გარდ. ადგილი ყაზანი, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
საქმიანობა მფრინავი და სამხედრო
კუთვნილება Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, Order of Suvorov, 2nd class, ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა), მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „სტალინგრადის დაცვისათვის“, მედალი „ვარშავის გათავისუფლებისათვის“, მედალი „ბერლინის აღებისათვის“, გრიუნვალდის ჯვრის მე-3 ხარისხის ორდენი, Q1915816?, Jubilee Medal "30 Years of the Soviet Army and Navy", მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Order of the Cross of Grunwald, Q4286835? და Q21682582?

ვასილ სტალინი (1962 წლის 9 იანვრიდან — ჯუღაშვილი; დ. 24 მარტი, 1921, მოსკოვი, რსფსრ; გ. 19 მარტი, 1962, ყაზანი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო მფრინავი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1947). მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი (1948-1952). იოსებ სტალინის უმცროსი შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილი და სვეტლანა მამასთან ერთად. 1935

ვასილი სტალინი დაიბადა 1921 წლის 24 მარტს მოსკოვში, რსფრს-ს სახალხო მუშათა-გლეხური ინსპექციის და რსფსრ-ს ნაციების საქმეების კომისარის, იოსებ სტალინის და მისი მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას ოჯახში.[2]

ვასილის ჰყავდა უმცროსი და სვეტლანა ალილუევა (დ. 1926 წელს) და უფროსი ძმა იაკობ ჯუღაშვილი (დ. 1907 წელს, სტალინის შვილი პირველი ქორწინებიდან). ვასილი იოსებ სტალინის აყვანილ შვილთან, არტემ სერგევთან ერთად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ვასილი, როგორც პარტიის ელიტის სხვა წევრების შვილები მოსკოვის 25-ე სკოლაში სწავლობდა.

1932 წლის 9 ნეომბერს ვასილის დედამ, ნადეჟდა ალილუევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის დასაფლავებაზე 11 წლის ვასილი მამას შეძლებისდაგვარად აწყანრებდა (მოწმეების მიხედვით სტალინს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, რის გამოც განუწყვეტლივ ტიროდა, სხვა ინფორმაციით კი, სტალინი ცოლის დასაფლავებაზე საერთოდ არ მისულა).

ცოლის სიკვდილის შემდეგ სტალინმა შეიცვალა თავისი კრემლის ბინა და აღარ გამოჩენილა თავის ზუბალოვის დაჩაზე, სადაც მისი შვილები და ნათესავები კაროლინა ტილის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრებდნენ. ვასილის სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი ზედამხედველობდა.

სამხედრო სამსახური ომამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაჩინსკის სამხედრო საავიაციო სკოლის მოსწავლეები (ვ. სტალინი მეორე მარცხენა მხრიდან). 1939 წელი

1938 წლის სექტემბერში ჩაირიცხა კაჩინსკის სამხედრო საავიაციო სკოლაში, რომელიც 1940 წლის მარტში დაასრულა. მისი მასწავლებლების სიტყვებით, ვასილი კარგად არ სწავლობდა და არც თეორიული გაკვეთილები უყვარდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაზე ის საკმაოდ კარგი მფრინავი ყოფილა. სამსახურს 57-ე საავიაციო ბრიგადის 16-ე გამანადგურებელ პოლკში გადიოდა. სწავლობდა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავიაციის პოლკოვნიკი ვ. სტალინი. 1943

1942 წლამდე მსახურობდა წითელი არმიის საჰაერო ძალების მოსკოვის მთავარ შტაბში. ომის პირველივე დღეებიდან მამას ფრონტზე გაშვებას სთხოვდა.

ფრონტზე მოხვდა 1942 წლის ზაფხულს. დაიჭრა ფეხში. 

1943 წლის მაისიდან არის 193-ე ავიაციური პოლკის მფრინავი-ინსტრუქტორი. ფრენა მისთვის აკრძალული იყო, რადგან ი. სტალინს ეშინოდა, რომ მას ან მოკლავდნენ, ან კიდევ ტყვედ აიყვანდნენ, როგორც იაკობს (გ. 1943). გერმანელებმა ცაში ვასილიზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს.

1944 წლის 16 იანვრიდან მფრინავი-ინსპექტორი პილოტირების ტექნიკაში პირველ გვარდიულ გამანადგურებელ ავიაციურ კორპუსში (მესამე საჰაერო არმია, პირველი ბალტიისპირული ფრონტი). 1944 წლის 18 მაისიდან მესამე გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის სარდალი (დივიზია გენერალ-ლეიტენანტის ე. ბელეცკის პირველ გვარდიულ კორპუსში შედიოდა).

მისი სარდლობის დროს დივიზია იღებს მონაწილეობას მინსკისთვის, ვილნოსთვის, ლიდასთვის, გროდნოსთვის, პანევეჟის, შიაულაის და ელგავისთვის ჩატარებულ ბრძოლებში.

პროკოპენკო, სტალინი და ლუცკიი
წითელი არმიის თვითმფრინავები ბერლინის ცაში, 1945 წლის აპრილი
ვასილი სტალინი იაკ-9-ს კაბინაში, რომელზეც წერია: ვოლოდიასთვის! (რუს. За Володю!) დაღუპული მეგობრის, ვლადიმირ მიქოიანის სახსოვრად

1945 წლის 22 თებერვლიდან პირველი ბელორუსული ფრონტის მე-16 საჰაერო არმიის 286-ე გამანადგურებელი დივიზიის სარდალი. დივიზია მისი მეთაურობის დროს იღებს მონაწილეობასს ბერლინისთვლის ბრძოლაში. 1945 წლის 11 მაისის დასაჯილდოვებელ სიაში, რომელსაც ხელი მე-16 საჰაერო არმიის გენერალ-პოლკოვნიკმა ს. რუდენკომ მოაწერა, ეწერა:

"ბერლინის აღების ოპერაციის პედიოდში დივიზიამ ვ.სტალინის მეთაურობით შეასრულა 949 საბრძოლო გაფრენა. მათ დროს ჩამოგდებული იქნა მტრის 17 თვითმფრინავი, ოპერაციის პირველ დღეს კი 11. დანაკარგი კი მხოლოდ ერთი ეკიპაჟია.

პირადად ამხანაგმა სტალლინმა ომის დროს 26 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და პირადად ჩამოაგდო მტრის 2 თვითმფრინავი. მიიღო სუვოროვის ორდენის მეორე ხარისხი.

ომის დროს არაერთხელ მიიღო ოფიციალური შენიშვნები მამისაგან და არაერთხელ დაუწევიათ წოდება სხვადასხვა დანაშაულის გამო (მაგ: ომის დროს ვასილიმ მოაწყო თევზაობა ავიაციური რეაქტიული რაკეტებით, რის გამოც დაიღუპა მისი ინჟინერის პოლკი, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაიჭრა და სამუდამოდ დაკარგა ფრენის საშუალება).

მთლიანობაში ომის დროს განახორციელა 26 საბრძოლო გაფრენა; ერთი მონაცემებით ჩამოაგდო ხუთი გერმანული თვითმფრინავი, მეორე მონაცემებით სამი, მესამეს თანახმად კი 2 პირადად და 3 ჯგუფში. დაჯილდოვდა ალექსანდრე ნევსკის, სუვოროვის მეორე ხარისხის და წითელი დროშის ორდენით.

სამსახური ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს იყო 286-ე გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის სარდალი, 1946 წლიდან კი პირველი გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო კორპუსის სარდალი (კორპუსი შედიოდა სჯჯგ-ში). 1947 წელს გადმოიყვანეს მოსკოვში მოსკოვის საჰაერო ძალების სარდლის დამხმარედ, ხოლო 1948 წლიდან გახდა მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი.

მისი ბრძანებით 1950-იანების დასაწყისში მოსკოვის ლენინგრადულ რაიონში აშენდა სპორტული ცენტრი და სასტუმრო «საბჭოთა» (რუს. Советская). ვასილი ამ სასტუმროში ცხოვრობდა. მის სახსოვრად აპარტამენტები №301 მისი პატივისცემის ნიშნად არის დარქმეული.

ცნობილია როგორც სპორტის მოყვარული, მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების ჰოკეის და ფეხბურთის გუნდების შექმნილი, სადაც სხვა გუნდების უძლიერესი სპორტსმენები გადაყავდა.

ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლის 5 მარტს კვდება ი. სტალინი. მისი გარდაცვალების შემდეგ სსრკ-ს თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ბულგანინმა მას მოსკოვიდან წასვლა და სხვა ოლქის სარდლობა უბრძანა. ვასილი სტალინმა ბრძანება არ შეასრულა, რის გამოც 26 მარტს იქნა განთავისუფლებული სამხედრო ფორმის ტარების უფლების გარეშე. ვასილიმ განაჩენი გაიფორმა, როდესაც ჩინეთის საელჩოს მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მამამისი მოწამლეს.

დაპატიმრებული იქნა 1953 წლის 28 აპრილს. წამოყენებული ბრალდებები აღიარა. მის საქმეს 2,5 წელი იძიებდნენ. ვასილის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის და ძალაუფლების გადამეტებისთვის.

დანაშაულს იხდიდა ვლადიმირსკის ცენტრალში, დოკუმენტებით ის ვასილი პავლოვიჩ ვასილიევი იყო.

ციხეში დაავადდა და ფაქტობრივად დაინვალიდდა.

არაერთხელ მიწერა წერილი ხრუსჩოვს და სხვა პარტიულ ჩინოვნიკებს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

1960 წლის 9 იანვარს ციხიდან დროზე ადრე გაანთავისუფლეს, შეხვდა ნიკიტა ხრუსჩოვს. 21 იანვარს თავდაცვის მინისტრმა შეცვალა 1953 წლის ბრძანება. რედაქტირების შემდეგ, დოკუმენტში ეწერა, რომ ვასილი თავისით განთავისუფლდა არმიიდან და მას პენსიაც კი დაენიშნა.

ვასილი სტალინი გარდაიცვალა 1962 წლის 19 მარტს, ექიმების დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო.

21 მარტს დაასაფლავეს არსკის სასაფლაოზე ქ. ყაზანში.

2002 წლის 20 ნოემბერს მისი ნეშტი გადაასვენეს ტროეკუროვის სასაფლაოზე ქალაქ მოსკოვში[3], მისი უკანასკნელი მეუღლის მარია იგნატიევას გვერდით[4].

1999 წლის 30 სექტემბერს, სასამართლოს და საგამოძიებო მასალების შესწავლის შემდეგ, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ გააუქმა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენი და მოუხსნა ვასილი სტალინს ყველა პოლიტიკური ბრალდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 100 великих тайн советской эпохи. В послевоенное время. Последний вираж лётчика Сталина, стр. 340—343 ISBN 978-5-9533-6008-1
    1. გადამისამართება [1]
    2. გადამისამართება
  2. Сталин (Джугашвили) Василий Иосифович // tatar.museum.ru
  3. ვასილი სტალინის ყველა ქალი