ვარდისუბნის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისუბნის მესამე ეკლესია — არქიტექურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის ზემოთ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ქაოსურია. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული და შიგნიდან საფეხურით შეღმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული.

აღმოსავლეთით გეგმით ნახევარერიული, ღრმა აფსიდის ცენტრში სარკმელია გაჭრილი, რომლის ჩრდილოეთით სამხრეთით მოწყობილია თითო, მცირე ზომის, ოთკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. დარბაზი გეგმით კვადრატულია, გადახურულია ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული კამარით. შენობის ფასადები დასრულებულია ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის ორი რიგით შედგენილი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით.

ეკლესია შეკეთებულია სოფლის მაცხოვრებელთა მიერ: დაზიანებული ადგილები შელესილია ცემენტის ხსნარით. იატაკზე მოსხმულია ბეტონი. სახურავი დაბურულია თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]