ვარდგინეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდგინეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ვარდგინეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XVI-XVIII საუკუნე

ვარდგინეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, ნაშენია მომწვანო ფერის ადგილობრივი ჯიშის სხვადასხვა ზომის ქვებით. ინტერიერი: აღმოსავლეთით ნახევარ წრიული აბსიდაა, ცენტრში სარკმელით(ამჟამად ამოქოლილია). აბსიდის ჩრდილოეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია, სამხრეთით ორი, დიდი და პატარა ნიში. სარკმლის ზედა ნახევრის დონეზე კედელი მორღვეულია. ცენტრში ტრაპეზის ქვაა. გრძივი კედლები ნახევარ სიმაღლეზეა გადარჩენილი. ორივე კედელი ყრუა. დასავლეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა შესასვლელია. ეკლესია გადახურულია ხის კარკასზე დალაგებული სახურავით. ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთის ფასადი აქვს. დანარჩენი ფასადები აღმოსავლეთ ფასადი თითქმის მთლიანად და სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები ნაწილობრივაა დაფარული ფერდობიდან მოზღვავებული მიწით. ფასადებზეც იგივე მასალაა გამოყენებული, რაც ინტერიერში. ეკლესიის ირგვლივ მრავლადაა ნაგებობების კვალი სავარაუდოდ კელიებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35037