ვაჟა ჯამარჯაშვილი
ვაჟა ჯამარჯაშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1943, თბილისი — გ. 13 ოქტომბერი, 2016) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით.
გაიარა ასპირანტურის კურსი გ.მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის მოსკოვის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1971-1974 წლებში — ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ხელმძღვანელობდა თბო და არატრადიციული ენერგეტიკის განყოფილებას. 1995 წლიდან იყო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის თბო და ატომური ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი. სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის სფერო: ორფაზა ნაკადების თერმოგაზოდინამიკა. ენერგეტიკულ მოწყობილობებში თბოფიზიკური პროცესების პრობლემები. განახლებადი ენერგიის წყაროების ენერგეტიკა. თბო და ატომური ელექტროსადგურების თერმოდინამიკა. კოლეგებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ, სინერგეტიკულ მიმართულებას ენერგეტიკაში. იყო საქართველოში პირველი, 110 მვტ სიმძლავრის აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობის განყოფილების უფროსი. მუშაობდა ამავე ელექტროსადგურის მართვისა და ექსპლუატაციის უფროსად. 90-ზე მეტი გამოქვეყნებული შრომების, ერთი მონოგრაფიის და 20 გამოგონების ავტორი, მათ შორის, დაპატენტებულის ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოში (კადასტრი): მონოგრაფია (თანაავტორი), თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013. გვ. 197 ISBN 9789941202117
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია, თბილისი, 2016, გვ. 447