ვალერია ბარსოვას სახლ-მუზეუმი
ვალერია ბარსოვას აგარაკი-მუზეუმი | |
---|---|
43°34′06″ ჩ. გ. 39°44′05″ ა. გ. / 43.56849306° ჩ. გ. 39.73499806° ა. გ. | |
დაარსდა | 1988 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სოჭი |
სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ოფიციალური საიტი | http://museumsochi.ru/bars/1 |
ვალერია ბარსოვას აგარაკი-მუზეუმი (რუს. Дача-музей В. В. Барсовой) — კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ სოჭის ხოსტინსკის რაიონში (კრასნოდარის მხარე, რუსეთი), საკურორტო ქალაქ სოჭის ისტორიის მუზეუმის ფილიალი, რეგიონალური მნიშვნელობის რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
აგარაკი აშენდა ცნობილი რუსი მომღერლის, სსრკ სახალხო არტისტის, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ვალერია ვლადიმერის ასულ ბარსოვას ხარჯზე 1947 წელს მავრიტანიულ სტილში.[1] გარდა საცხოვრებელი ფართებისა, შენობას აქვს 50 ადგილიანი აუდიტორია და სცენა.
მომღერალი აქ ცხოვრობდა 1947 წლიდან 1967 წლამდე. ანდერძის თანახმად, მან აგარაკის პირველი სართული ქალაქ სოჭს გადასცა. 1968 წლიდან 1985 წლამდე აქ ფუნქციონირებდა საბავშვო სამხატვრო სკოლა. 1988 წლის 9 იანვარს კი მუზეუმი გაიხსნა. შენობას აქვს 4 ოთახი, საერთო ფართით 94 მ². ექსპონატების საერთო რაოდენობა დაახლოებით ათასს შეადგენს. მუზეუმი მოგვითხრობს ვალერია ბარსოვას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წარმოდგენილია 1940-1950-იანი წლების საყოფაცხოვრებო ნივთები.
მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო) სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1919 წელს ბარსოვა გახდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გახდა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. მუსიკის კრიტიკოსებმა ბარსოვას „რუსი ბულბული“ უწოდეს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Дом-музей «Дача Валерии Барсовой». ციტირების თარიღი: 2021-01-19.
|