კრასნოდარის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი
კრასნოდარის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი | |
---|---|
45.0252°00′00″ ჩ. გ. 38.9721°00′00″ ა. გ. / 45.02520° ჩ. გ. 38.97210° ა. გ. | |
დაარსდა | წ. |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | კრასნოდარი |
ოფიციალური საიტი | https://felicina.ru/ |
კრასნოდარის ე.დ. ფელიცინის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი-ნაკრძალი (რუს. Краснодарский государственный историко-археологический музей-заповедник имени Е. Д. Фелицына) — მუზეუმი კრასნოდარში, დაარსებული 1879 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1879 წელს ყუბანის რეგიონული სტატისტიკური კომიტეტის მდივანმა ევგენი დიმიტრის ძე ფელიცინმა დააარსა სამხედრო-ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო-ისტორიული მუზეუმი. მუზეუმმა ოფიციალური სტატუსი 1908 წლის 12 ივლისს მიიღო. 1917 წლისთვის მუზეუმის სამუზეუმო ფონდი 11 000-ზე მეტ ნივთს შეადგენდა.
1918 წლის ბოლოს გაჩნდა ცენტრალური რეგიონული მუზეუმის შექმნის იდეა. ახალი ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის მხარის მუზეუმის საფუძველი იყო ყოფილი სამხედრო მუზეუმი 13000-ზე მეტი ექსპონატით. 1924 წლიდან კრასნოდარის მუზეუმმა მიიღო სამეცნიერო სტატუსი.
1930-იანი წლების შუა პერიოდიდან მუზეუმს ეწოდა კრასნოდარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ფონდი უკვე 40000 ნივთს ითვლიდა. კოლექციების შევსება მოხდა არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური ექსპედიციებით.
დიდი სამამულო ომის დროს ძირითადი საქმიანობა იყო ყუბანის ბუნებრივი რესურსების შესწავლა, ნედლეულის გამოვლენა. გერმანელების ოკუპაციის პერიოდში მუზეუმის საქმიანობის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი.
ქალაქის განთავისუფლების შემდეგ მუზეუმმა განაგრძო მუშაობა. 1961 წლის ივლისიდან მუზეუმი განთავსებულია ბოგარსუკოვის ყოფილ სასახლეში გიმნაზიის ქ. 67-ში. 70-იანი წლების მეორე ნახევარში ეთნოგრაფიისადმი ინტერესი გაიზარდა.
1977 წელს კრასნოდარის მხარის, ანაპას და თემრიუკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების, ისევე როგორც რიგი სხვა რეგიონული მუზეუმების ბაზაზე შეიქმნა კრასნოდარის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. იხსნება ახალი გამოფენები, ივსება კოლექციები, მიმდინარეობს უამრავი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სამუშაო.
1991 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალს მისი დამფუძნებლის ევგენი დიმიტრის ძე ფელიცინის სახელი ეწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით მუზეუმი გახდა ფედერალური მნიშვნელობის ობიექტი. მთლიანობაში, კრასნოდარის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ფონდები შეიცავს დაახლოებით 428,4 ათას ექსპონატს.
მუზეუმის ფილიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმს ფილიალები აქვს ანაპაში[1] (ანაპას არქეოლოგიური მუზეუმი), ტამანში[2] (ტამანის მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ტამანის არქეოლოგიურ მუზეუმს, ჰერმონასა-თმუტარაკანის არქეოლოგიურ კომპლექსს, დიდი რუსი პოეტის მ. ლერმონტოვის სახლ-მუზეუმს), თემრიუკსკში[3] (თემრიუკის ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმი), ტიმაშიოვსკში[4] (სტეპანოვების ოჯახის ტიმაშიოვსკის მუზეუმი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- МУЗЕЙ ФЕЛИЦЫНА
- კრასნოდარის ე. დ. ფელიცინის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- Фелицынские чтения
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|