ვალენტინ გიგინეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „გიგინეიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიგინეიშვილი.
ვალენტინ გიგინეიშვილი
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი 1887 (1 იანვარი 1888)
დაბ. ადგილი ჯურუყვეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 აგვისტო 1979(1979-08-10) (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალენტინ მირიანის ძე გიგინეიშვილი (დ. 1 იანვარი, 1888 [ძვ. სტ. 20 დეკემბერი 1887] ჯურუყვეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 10 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). ქართული სინოპტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1911 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. 1912-1930 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოფიზიკის ობსერვატორიაში, რეორგანიზაციის შემდეგ (1953-იდან) იყო ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი) სინოპტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ამინდის ბიუროს კონსულტანტი. ძირითადი შრომები აქვს სინოპტიკური მეტეოროლოგიისა, აგრეთვე სეისმოლოგიის დარგში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]